სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიიღებენ თუ არა 5 წლის ბავშვებს პირველ კლასში? - „უცნაური გამოწვევის წინაშე ვართ, ალბათ დაისმება საკითხი“
23-02-2020
-
+


პირველკლასელთა რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება. ვადები და პირობები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განსაზღვრა. 

უწყების განმარტებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. შესაბამისად, კანონში შეღავათი არ არის გაწერილი და 16 სექტემბრიდან დაბადებული ბავშვები სკოლაში ვერ მივლენ. 

სკოლაში შესვლის ასაკის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილმაც. როგორც მან კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განმარტა, წერა-კითხვის ცოდნაზე მეტად, მნიშვნელოვანია ბავშვის სოციუმთან შეგუებისთვის მზაობა. ამასთან, თავად მარგველაშვილი მომხრეა 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ მოსწავლეებს ქონდეთ პირველ კლასში რეგისტრაციის უფლება. 

„ალბათ, უცნაური გამოწვევის წინაშე ვართ, მაგალითად, თუ წელს 15 სექტემბერი დაემთხვეოდა კვირა დღეს, მაშინ 16 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებს ჰქონდათ სკოლაში წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ თუ ასე არ მოხდებოდა მაშინ არ ჰქონდათ, ანუ გაისად, 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვი ვერ მიდის სკოლაში. ეს გამოწვევაა თავისთავად, მაგრამ ხშირად დასტურდება, რომ არათანაბრობიდან გამომდინარე, ბავშვი არ არის მზად, რომ სკოლაში განათლება მიიღოს. რაც არ უნდა დავუჯეროთ ჩვენ მშობელს, რომ წერა-კითხვა და ანგარიში იცის, სინამდვილეში მთავრია სოციუმთან შეგუება, რაც რეალურად სკოლამდელ განათლებაში უნდა იყოს სწორად ორგანიზებული. ხშირ შემთხვევაში, ბავშვი, რომელიც მიდის სკოლაში არ არის ბედნიერი, იმით რომ სოციუმთან შეგუებას გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, როდესაც ეს მიმართულებები მოწესრიგდება, ალბათ დაისმება საკითხი. მე პირადად თანახმა ვარ, რომ ეს 31 დეკემბრისთვის გადაიდოს, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ალბათ, ეს არის უფრო ოპტიმალური და სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ წელიწადი იცვლება აქ“ - განაცხადა გენადი მარგველაშვილი.

თავის მხრივ, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

პირველ კლასში მოსწავლეების რეგისტრაცია ოთხ ეტაპად განხორციელდება:

I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. 

II ეტაპი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. 

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდაზე 2 აპლიკანტი დაგვიანების გამო არ შეუშვეს ტესტირებაზე - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ინგლისურში მაღალი ქულის მიღებაში დაგეხმარებათ 

წამყვან და მენტორ მასწავლებლებს განაცხადის წარსადგენად ვადა 7 ივლისის ჩათვლით აქვთ - სავალდებულო ფუნქციების შესრულება სავალდებულოა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება