| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის ფშავლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირში მონაწილეობდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს - „ჩხირკედელა“, რომელშიც 40-მდე გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის მიზანი იყო მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება. ექსპერიმენტების დაგეგმვა-განხორციელებასთან ერთად, აქტივობები მოიაზრებდა აგრეთვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას.
15-16 თებერვალს ტურნირის დასკვნით ეტაპზე ქიმიის მიმართულებით მონაწილეობა მიიღო ფშაველის საჯარო სკოლის გუნდმა - „გოგირდმჟავა".
ტურნირში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ გუნდის წევრებს: რატი ზათიაშვილს, ლიზი ბარხუდანაშვილს, ნინო ბორშოიძეს, გიორგი წელაურსა და თეონა ჩაველაშვილს, აგრეთვე მათ ხელმძღვანელს - ქიმიის წამყვან მასწავლებელს ნინო სააკაშვილს.
იხილეთ ფოტო„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა