სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ დავამზადოთ მასწავლებლისთვის სარვამარტოდ ხელნაკეთი საჩუქარი: 5 ორიგინალური იდეა
07-03-2020
-
+


ხელნაკეთი საჩუქარი - ყოველთვის ინდივიდუალური, განუმეორებელი და განსაკუთრებული სითბოს მატარებელია. 

დაწყებითი კლასის მასწავლებლებს რა თქმა უნდა, გაახარებთ, როგორც ყვავილების თაიგული ისე ახალი ავტოკალამი, მაგრამ გაცილებით დიდ სიხარულს მათ პატარა აღსაზრდელების ხელმოწერილი სამახსოვრო საჩუქრები მოუტანთ. ამიტომ გთავაზობთ 5 ორიგინალურ იდეას სარვამარტო საჩუქრის დასამზადებლად, რომელიც სასურველია მშობლებმა ჩაინიშნოთ.

ხელნაკეთი ყვავილების თაიგული

ძალიან ლამაზი და დასამზადებლად მარტივი საჩუქარია. გამოჭერით ქაღალდისგან გვირილები, ყვავილის შუაგულში კი ბავშვის ფოტო ჩააკარით. გვირილა ქოთანში „ჩარგეთ“. ქოთანში კი შეგიძლიათ ჩაალაგოთ საშლელი, ფანქრები, ტკბილეული - ყველაფერი ეს წვრილმანი, ყვავილებს კარგად დაიჭერს და საჩუქრის სასიამოვნო ბონუსი იქნება - საკანცელარიო ნივთები სკოლაში ზედმეტი არასდროს არის.



თაიგული + ტკბილეული

მარტივი და საინტერესო ხელნაკეთი საჩუქარია. ზემოთ აღნიშნულ კომპოზიციას კანფეტები დაამატეთ და ორიგინალური და ხელმისაწვდომი საჩუქარი გამოგივათ. 

ფანქრების თაიგული

ასეთი თაიგული ყველაზე მეტად ხელოვნების მასწავლებელს მოეწონება - თაიგულში ქაღალდის კვირტების ღეროს როლს ფერადი ფანქრები ასრულებენ.

ტორტი სასკოლო ნივთებისგან

უჩვეულოდ გაფორმებული საკანცელარიო ნივთების ნაკრები ყველა მასწავლებელს გაახარებს. „ტორტის“ ასაგებად სამი 3 ყუთი დაგჭირდებათ, მოსართავად კი - საღებავები, ფანქრები, ფლომასტერები, პლასტილინი და ფერადი ქაღალდი.



საკლასო კალენდარი

ინტერნეტში შესაძლებელია უმარავი მზა ფოტოკალენდრის მოძებნა, გრაფიკულ პროგრამაში ფოტოს ჩასმა და პრინტერზე ამობეჭდვა. რა იქნებ კალენდარზე? რა თქმა უნდა, საყვარელი მოსწავლეები, მონიშნული მნიშვნელოვანი თარიღები და პატარების გულთბილი მილოცვები. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება