სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როცა ბავშვმა გაკვეთილი იცის, მაგრამ ჩუმადაა - 3 რჩევა, როგორ „ავალაპარაკოთ“ ჩუმი მოსწავლე
19-10-2020
-
+


არსებობენ მოსწავლეები, რომლებიც მთელი 45 წუთოი ჩუმად სხედან მაშინაც კი, როცა გაკვეთილისთვის კარგად არიან მომზადებულები. ეს მოზარდები თითქმის არასდროს იღებენ ხმას, თუკი მათ მასწავლებელი არ მიმართავს. ასეთ მოსწავლეს შეიძლება მეტყველება და კომუნიკაცია მომავალშიც გაუჭირდეს. ამიტომ თქვენი ვალია მათ კომუნიკაციის შიშის დაძლევაში დაეხმაროთ.

„ეტალონი“ გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, როგორ „ავალაპარაკოთ“ ჩუმი მოსწავლეები:

აუცილებლად ჩართეთ ისინი საგაკვეთილო პროცესში

მასწავლებლის ვალია, რომ საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლე თანაბრად ჩაერთოს, განსაკუთრებული ყურადღება კი ჩუმ მოსწავლეებს სჭირდებათ. შეეცადეთ მუდმივად დაუსვათ შეკითხვები იმ მოზარდებს, რომლებიც მზად არიან თქვენი გაკვეთილისთვის, თუმცა ხმის ამოღება უჭირთ.

შეაქეთ და წაახალისეთ

როგორც წესი, ჩუმი მოსწავლეები მორცხვები არიან და დაბალი თვითშეფასება აქვთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათ თავდაჯერებულობა შემატოთ. ამისთვის ყველაზე ეფექტური შექება და წახალისება იქნება. შეაქეთ ისინი მცირედ აქტივობაზეც კი. უთხარით, რომ თავს მშვენივრად ართმევენ თქვენს შეკითხვებს.

მიეცით მათ რჩევები

ურჩიეთ თქვენს მოსწავლეებს, სახლში ივარჯიშონ, თითქოს დაფასთან დგანან და გაკვეთილს ყვებიან. ეს შეიძლება სარკესთან გააკეთონ. უთხარით მათ, რომ უმჯობესია, ერთხელ წაიკითხონ და მოყვნენ, ვიდრე ათჯერ წაიკითხონ ჩუმად.

ეფექტის გასაძლიერებლად მათ უნდა იპოვონ მსმენელები. უთხარით მშობლებს, მოუსმინონ მათ შვილებს ან თუ სახლში მსმენელები არ ჰყავთ, მათ როლში, მაგალითად, შინაურები ცხოველები წარმოიდგინონ. შეიძლება ეს ბავშვებმა დამოუკიდებლადაც აკეთონ. მათ უყვართ მასწავლებლობანას თამაში. ამიტომ მათთვის სახალისო იქნება, თუკი თავს მასწავლებლის როლში წარმოიდგენენ, შემდეგ კი, როგორც მოსწავლეები, ისე მოყვებიან გაკვეთილს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება