სიახლეები
სიახლეები

„პროექტში ჩართულია ოჯახი-ბავშვი-სკოლა და ამ კავშირს ვერასოდეს ვერაფერი დაარღვევს!“ - ჯოჭოს საჯარო სკოლა
16-01-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლის დირექტორი - შორენა ხაბაძე  და პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ საკუთარ აღსაზრდელებზე და ამის ნათელი მაგალითი დაწყებითების პედაგოგი ეკა ბერიძეა, რომლის სადამრიგებლო კლასი აქტიურად არის ჩართულია izrune.ge-ს პროექტში.

მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელებმა ჯერ ჯეროვნად წერა-კითხვა არ იციან, ტესტირებას წარმატებით გადიან და  თამამად შეგვიძლია ვთქვათ - მზრუნველი პედაგოგის დახმარებით, წარმატებებსაც აღწევენ. 



izrune.ge-მ ეკა ბერიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა და შეეცადა გაერკვია, როგორ მოახერხა პირველკლასელთა წარმატებით ჩართვა პროექტში:

- ჩვენ სკოლაში izrune.ge-ს შესახებ ინფორმაცია დირექტორმა, ქალბატონმა შორენა ხაბაძემ მოგვაწოდა; მას შეხვედრა ჰქონდა გოჩა ტყეშელაშვილთან დაახლოებით 1-2 წლის წინ და სკოლამ პროექტში ჩართვა გადაწყვიტა. მაშინ სხვა კლასი მყავდა და სხვათა შორის, ეგრევე ჩავერთეთ ტესტირებაში. მინდა გითხრათ, რომ არც დღეს შეცვლილა რამე - მიუხედავად იმისა, ახლა სხვა სადამრიგებლო კლასი მყავს, ჩემი 15-ვე პირველკლასელი დიდი ენთუზიაზმით გადის „იზრუნეს“ ტესტებს და ყოველ ხუთშაბათს და ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს მოუთმენლად ელის.



- ქალბატონო ეკა, პირველკლასელებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც ჯეროვნად კითხვაც კი არ იციან. არ გაუჭირდათ პატარებს ტესტირების გავლა?  

- გეთანხმებით, წერა-კითხვა ჯერ არ იციან და თავდაპირველად, ცოტა გაუგებარი იყო მშობლებისთვის, როგორ ჩაერთვებოდნენ ბავშვები, მაგრამ ყველაფერი თავისით დალადგა: მშობლებს ვაწვდით ინფორმაციას წიგნების შესახებ, ისინი პატარებს უკითხავენ მოთხრობებს და ტესტებსაც აცნობენ, ბავშვები კი დამოუკიდებლად პასუხობენ კითხვებს... უნდა ნახოთ, პარასკევობით ჩვენ კლასში როგორი ჟრიამულია. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ აქვს, მოდიან და მესაუბრებიან, როგორ გაიარეს ტესტირება, რა მოთხრობები წაუკითხეს მშობლებმა... თამამად ვიტყვი izrune.ge-ს დიპლომები პატარებისთვის მოტივაციაა და  მნიშვნელობა არ აქვს, ის ოქროსი იქნება, ვერცხლის თუ ბრინჯაოსი... მთავარია, პროექტში ჩართულია ოჯახი-ბავშვი-სკოლა და ამ კავშირს ვერასოდეს ვერაფერი დაარღვევს.

- ასწრებენ პატარები ტესტირებისთვის მომზადებას?

- რა თქმა უნდა... ისინი მუდმივად მუშაობენ საკუთარ თავზე, ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას და ხანდახან იმასაც კი მიმხელენ, ჩვენ სხვა პასუხი გვქონდა, დედიკომ არ დაგვიჯერა და მერე გაირკვა, რომ შეცდომა დაუშვაო. ასე, ხალისითა და ენთუზიაზმით არის ჩართული მთელი კლასი; რასაც ვერ პასუხობენ, მეორე დღეს სკოლაში განვიხილავთ, ვაანალიზებთ და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ.



izrune.ge ეკა ბერიძის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეს, ნია გურგენიძესაც ესაუბრა, რომელსაც ძალიან უყვარს სწავლა და izrune.ge-ს ტესტებსაც დიდი ინტერესით ავსებს: „განსაკუთრებით მიხარია, როდესაც მათემატიკის კითხვები მოდის, რადგან ეს საგანი ძალიან მიყვარს. იცით, ადრე მოთხრობებსაც და „იზრუნეს“ ტესტებსაც დედიკო მიკითხავდა, ახლა კი კითხვა ვისწავლე და თავადაც შემიძლია წავიკითხო; სკოლაში ეკა მასწავლებელი მეხმარება. დამატებით ვვარჯიშობ... ბევრს ვმეცადინეობ. თამაში იმდენად არ მიყვარს, როგორც სწავლა. თუმცა სახლში მასწავლებლობანას ვთამაშობ და ასე სწავლაც გამომდის და თამაშიც... კიდევ, ცეკვაზე დავდივარ, თუმცა ძალიან მინდა, მასწავლებელი გამოვიდე იმიტომ, რომ ეკა მასწავლებელი მიყვარს“.



ნიას დედიკომ, ნათია ოთიაშვილმა კი გაგვიმხილა, რომ პროექტი ძალიან მოსწონს და თავადაც მოუთმენლად ელის ტესტირების დღეს: „წარმოიდგინეთ, მეც კი ერთი სული მაქვს, როდის მოვა ხუთშაბათი, რომ ტესტები შევავსოთ. ყველას უნდა, მისი შვილი განვითარდეს და რა თქმა უნდა, ამაში უნდა დავეხმაროთ. მიხარია, ნია ასე აქტიურად რომ  არის ჩართული ტესტირებაში; ჩვენ ერთად განვიხილავთ ყოველ კითხვას, თითოეული პასუხი მინდა გააზრებული ჰქონდეს და რაც მთავარია, Izrune.ge მოსწავლეს ეხმარება, მეტად ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში. მე წარმატებებს ვუსურვებ პროექტს, ჩემ შვილს, მის ყოველ კლასელს და მადლობას ვუხდი დამრიგებელს, ეკა მასწავლებელს ასეთი თავდადებისთვის“.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს

„იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა“

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება