სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

4 შემთხვევა, როცა შვილად აყვანისთვის რიგში დგომა არ მოგიწევთ - რამდენი გასაშვილებელი ბავშვია საქართველოში?
29-01-2020
-
+


დღეის მდგომარეობით, საქართველოში გასაშვილებელი 215 ბავშვი ირიცხება და მათგან 153 ბავშვი შშმ პირია; გაშვილებაზე კი, ჯამში, 35 ბავშვი აცხადებს უარს. შვილად აყვანაზე უარის თქმა ბავშვს 10 წლის ასაკის ზევით შეუძლია და როგორც სააგენტოში აცხადებენ, საშუალოდ, ყოველწლიურად შვილდება 80-110 ბავშვი.

არსებული მაჩვენებლის მიუხედავად, ფაქტია, რომ საქართველოში შვილად აყვანა საკმაოდ რთული პროცედურაა და ოჯახები წლობით ელიან საკუთარ რიგს. მოქმედი კანონდებლობით რა გზას გადიან შვილად აყვანის მსურველები და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მიმღები ოჯახები:

მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელმაც საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი.

მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები, თუმცა საპატიო მიზეზის შემთხვევაში, სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა;

მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

მშვილებელი არ შეიძლება იყოს: პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო; პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით შეეზღუდა მშობლის უფლება-მოვალეობები; პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს; პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბავშვის შვილად აყვანისთვის კი საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ქორწინების მოწმობის ასლი; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ცნობა ნასამართლობის შესახებ; ცნობა პირის მსჯავრდების შესახებ; შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი-სერტიფიკატი.

ალბათ ჩვენი მკითხველისთვის ინტერესსმოკლებული არ იქნება იმის ცოდნა, ვისზე არ ვრცელდება რიგითობის პრინციპი შვილად აყვანისას.

გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს:

ა) მშვილებელს, რომელსაც სურს, შვილად მეუღლის შვილი აიყვანოს;

ბ) მშვილებელს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონით დადგენილ პირთა წრიდან;

გ) მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი;

დ) მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული აღსაზრდელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება