სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქვეშში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნას განათლების მინისტრი დაესწრო
15-01-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, ქვეშში, ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ქვეშის საჯარო სკოლა, სადაც 247 მოსწავლე სწავლობს, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლიდან ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სრულად გარემონტდა სამსართულიანი შენობა, განახლდა ინტერიერი, შეკეთდა კიბეები და სახურავი, განხორციელდა გარე ფასადის საიზოლაციო სამუშაოები, გარემონტდა საპირფარეშოები, დამონტაჟდა წყლის, საკანალიზიაციო და გათბობის ახალი სისტემები და ელექტროგაყვანილობა. ასევე, მოეწყო სკოლის ეზო და შეკეთდა სანიაღვრე სისტემა. ახლად რეაბილიტირებული შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

გახსნის ღონისძიებაზე, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სოფლისა და რეგიონის მოსახლეობას სოფელ ქვეშის სკოლის განახლება მიულოცა: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან გავხსენით ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს პროექტი ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსს, ამერიკის საელჩოს ამ პროექტის განხორციელებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, განათლება და ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რადგან მხოლოდ კარგად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.“

სოფელი ქვეშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ფინანსურად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული, კატასტროფისა და სამოქალაქო დახმარების (OHDACA) ფონდმა უზრუნველყო აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში.

სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, მერის წარმომადგენელი სოფელ ქვეშში, კონსტანტინე თავზარაშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გვაზავა და სკოლის დირექტორი, ლელა ბიბილური.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება