სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები სტატუსის ერთი საფეხურის გამოტოვებით ამაღლებას 2020 წელს ვერ შეძლებენ - როდის ჩატარდება ახალი ტიპის გამოცდები?
29-12-2019
-
+


პედაგოგებისთვის ახალი ტიპის გამოცდები, რომლითაც უფროსი მასწავლებლები  სტატუსის ამაღლებას ერთი საფეხურის გამოტოვებით შეძლებენ, 2020 წლის ზაფხულში არ ჩატარდება. ამის შესახებ etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. 

„2020 წლის ზაფხულისთვის ახალი ტიპის გამოცდები არ ჩატარდება, დროში ვერ მოესწრება. მასწავლებლის სახლი გვეტყვის, ზუსტად როგორი სახის გამოცდა უნდა, შემდეგ ჩვენ ამის მიხედვით დავიწყებთ მუშაობას. ვიცით, რომ მასწავლებლის სახლი სიახლეს გეგმავს და როცა უფრო დეტალურ ინსტრუქციებს მოგვაწვდიან, დავიწყებთ ამის მიხედვით მუშაობას.

მართლია, 2020 წლის ზაფხულისთვის ვერ ესწრება, მაგრამ 2021 წლისთვის ახალი ტიპის გამოცდებისთვის უკვე მზად ვიქნებით.

შესაძლოა, წამყვანის და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდები იყოს ცალ-ცალკე, რასაც მასწავლებლის სახლი დაგვიკვეთავს, იმას გავაკეთებთ“, - განაცხადა etaloni.ge-სთან საუბარში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ. 

ახალი ტიპის გამოცდების ჩატარებაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. ამ საკითხზე „ეტალონი“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძესაც ესაუბრა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მასწავლებლის სახლი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს და ბოლო დეტალებს აზუსტებს.  

ახალი ტიპის გამოცდით, უფროსი მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ, თავად აირჩიონ, გავიდნენ წამყვანის გამოცდაზე და ერთი საფეხურით აიმაღლონ სტატუსი თუ გავიდნენ პირდაპირ მენტორის გამოცდაზე და მოიპოვონ მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი.

სანამ აღნიშნული გამოცდების შესახებ ფორმატს შეიმუშავებენ, etaloni.ge-მ გაარკვია, რომ 2020 წელს მასწავლებლები ზუსტად ისეთივე ტიპის გამოცდებს ჩააბარებენ, როგორიც აქამდე იყო.

იხილეთ ასევე:

მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას ერთი საფეხურის გამოტოვებით შეძლებენ - რას სთავაზობს მასწავლებლის სახლი პედაგოგებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება