სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას ერთი საფეხურის გამოტოვებით შეძლებენ - რას სთავაზობს მასწავლებლის სახლი პედაგოგებს
12-10-2019
-
+


მასწავლებლის სახლი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად პედაგოგების სტატუსის ასამაღლებელ სხვა ტიპის გამოცდაზე მუშაობს.

კერძოდ კი როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გამოცდა უფროსის სტატუსის მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს, წამყვანის ნაცვლად, პირდაპირ მენტორი გახდეს.

„ვმუშაობთ მეორე ტიპის გამოცდაზე. მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ უფროსის სტატუსი, შეძლებენ გახდნენ პირდაპირ მენტორები“,-აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის ცნობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლიდან უნდა ამოქმედდეს, წლის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. მისი განმარტებით, სწორედ ამ სქემაში იქნება განსაზღვრული სტატუსის ასამაღლებელი სხვა ტიპის გამოცდა. აბულაძე ამბობს, რომ აღნიშნული გამოცდა პრაქტიკოს მასწავლებლებსაც მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ არა უფროსი, არამედ პირდაპირ წამყვანი პედაგოგები.

„ჩვენ ვმუშაობთ სქემაზე, რომელიც პრაქტიკოს მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ წამყვანები უფრო გრძელვადიანი შეფასების საფუძველზე. წლის ბოლოს წარმოვადგენთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემას, რომელიც 2020-2021 წლიდან ამოქმედდება. ვფიქრობთ, იქ გავაჩინოთ ეს მოქნილი გზები, რომ მაგალითად პრაქტიკოსი პედაგოგი გახდეს არა უფროსი, არამედ პირდაპირ წამყვანი. თუმცა, ეს არ მოხდება მხოლოდ გამოცდით, იქნება შეფასების სხვა მექანიზმებიც“,-აღნიშნა ირინა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება