| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთი საფეხურის გამოტოვებით სტატუსის ამაღლებას უფროსი მასწავლებლები შეძლებენ. ისინი პირდაპირ მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად ახალი ტიპის გამოცდას ჩააბარებენ. ინიციატივაზე მასწავლებლის სახლი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად ინტენსიურად მუშაობს და ბოლო დეტალებს აზუსტებს.
„ამ საკითხზე მუშაობა მიდის. ჯერჯერობით, დეტალები დაზუსტებული არ არის. გამოცდაზე გასვლის საშუალება უფროს მასწავლებლებს მიეცემათ. ამ ეტაპზე, სამუშაო ვერსიაა ჯერ, „ნაეკთან“ შეხვედრა ამ კვირაშიც გვაქვს, მომავალ კვირაშიც. როგორც კი ბოლო დეტალები გახდება ცნობილი, ბრიფინგი ჩაინიშნება“, - განუცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-ს.
შეგახსენებთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლიდან უნდა ამოქმედდეს, წლის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. მისი განმარტებით, სწორედ ამ სქემაში იქნება განსაზღვრული სტატუსის ასამაღლებელი სხვა ტიპის გამოცდა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი