| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს.
ინიციატივის მიხედვით, განათლების სამინისტრო ითხოვს, 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაუდგინდეს ვალდებულება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2019-2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 600 000 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა 2 250.0 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.
„იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მიზანშეწონილია შევიდეს ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის განსაზღვრის ვალდებულება გახანგრძლივდეს 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს ინფორმაციით კანონპროექტი არ ითვალისწინებს დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების გაზრდას. არამედ მისი მიზანია საქართველოში არსებული სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას