| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის. საგანმანათლებლო სისტემაში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ჩართვისა და მათი სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში ორწლიანი პროგრამა დაიწყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბულგარეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის შედეგად, საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახდება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ეკატერინე დგებუაძემ, ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვასა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრისას მხარეებმა პროექტის დეტალები განიხილეს და მისი განხორციელების სტრატეგიაზე იმსჯელეს.
პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში წარმატებულ ინტეგრირებას, ასევე, მოზარდების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვას, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს.
პროექტის ფარგებლებში შეირჩა 15 საპილოტე სკოლა და 6 დღის ცენტრი, სადაც ბულგარეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა. დაგეგმილია მასწავლებლების, დირექტორებისა და დღის ცენტრების პერსონალის გადამზადება, რათა სახელმწიფომ სათანადოდ უზრუნველყოს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა