| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარეობს 1-6 კლასის ახალი სახელმძღვანელოების რევიზია და არ არსებული ახალი ჟესტების შექმნა, რაც მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება - აღნიშნულის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ საერთაშორისო ფორუმზე „გაგება და გამოყენება“ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ჟესტური ენის განვითარებას, სამინისტრო მომავალშიც ხელს შეუწყობს:
„განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო წლებია მუშაობს ქართული ჟესტური ენის განვითარებაზე, მიმდინარეობს 1-6 კლასის ახალი სახელმძღვანელოების რევიზია და არ არსებული ახალი ჟესტების შექმნა, რაც მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
სმენადაქვეითებული მოსწავლეების ინტეგრაციისთვის ქ. თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს პროგრამული დაფინანსებით ფუნქციონირებს ინტეგრირებული კლასი, სადაც ხდება სმენადაქვეითებული მოსწავლეების სხვა მოსწავლეებთან ინტეგრაცია. გარდა ამისა, შევქმენით სატელეფონო აპლიკაცია, რაც კიდევ უფრო აადვილებს მათთან კომუნიკაციას. სამინისტრო მომავალშიც ხელს შეუწყობს ჟესტური ენის განვითარებას, პოპულარიზაციას, მასწავლებლების კვალიფიკაციის გაზრდასა და მათი განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფას“.
ეკატერინე დგებუაძემ თქმით, მნიშვნელოვანია სისტემაში გაჩნდეს კვალიფიციური ჟესტური ენის სპეციალისტები და საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყრუ მოსწავლეების მეტი ინტეგრაცია განხორციელდეს.
საერთაშორისო ფორუმი „გაგება და გამოყენება“, „საქართველოს ყრუთა კავშირისა“ და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის (WFD) ორგანიზებით გაიმართა. ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა და მიზანს მსოფლიო ყრუების და სმენადაქვეითებული საზოგადოების უფლებების დაცვა და ადვოკატირება წარმოადგენს.
ფორუმში მონაწილეობდნენ მსოფლიო ყრუთა ასოციაციების ხელმძღვანელები და გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობა აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას, დანიას, იტალიას, ჰოლანდიას, ტაილანდს, მალაზიას, ინდოეთს და სხვა ქვეყნებიდან. მას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას