| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლა კოლეჯ „განთიადთან“ თანამშრომლობს. მოსწავლეები, პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, ჭრა-კერვის კურსს გადიან. კურსის ხელმძღვანელი რუსუდან კობერიძეა, თანამასწავლებელი კი - ლელა კვენიაშვილი.
„წელს განსაკუთრებული სიახლეა კოლეჯ „განთიადთან“ თანამშრომლობა. VIII-IX კლასის მოსწავლეებისთვის 8 ოქტომბრიდან მიმდინარეობს პროფესიული უნარების განვითარების კურსი სამკერვალო წარმოებაში. მოსწავლეები ხალისით ეუფლებიან ჭრა-კერვის სწავლებას მასწავლებლის რუსუდან კობერიძის (კოლეჯის კურსდამთავრებული) და თანამასწავლებლის ლელა კვენიაშვილის დახმარებით. ჭრა-კერვის შესწავლის მსურველთა რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. გაკვეთილისთვის განკუთვნილი 2 საათი უცბად გადის. მოსწავლეებს უნდათ, რომ კურსი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას