| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
.jpg)
სასწავლო წელი ქუთაისის N40 საჯარო სკოლამ გამარჯვებით დაიწყო. 5-6 ოქტომბერს ხელვაჩაურის სპორტის სასახლეში გაიმართა ზონალური პირველობა „მხიარულ სტარტებში“, სადაც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გამარჯვებული საჯარო სკოლის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.
„ნახევარფინალში იმერეთის ჩემპიონი, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდი შეხვდა გურიის რეგიონის ჩემპიონ, ჩოხატაურის N2 საჯარო სკოლის გუნდს. თამაში, რომელიც მეტად დაძაბულად დაიწყო, ჩვენმა გოგო-ბიჭებმა მაქსიმალური ძალისხმევის საფუძველზე შეძლეს დარჩენილი თამაშების ეშეცდომოდ წარმართვა და 22 ქულიანი სხვაობით გამარჯვების მიღწევა.
ფინალი მასპინძელ გუნდთან მოგვიწია. აქაც ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო და ბათუმის N18 საჯარო სკოლის გუნდი დამარცხდა 10 ქულიანი უპირატესობით. დასავლეთ საქართველოს ჩემპიონს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ აჭარის მედლები და თასი.
გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მარიამ აბუთიძე , ნინი ფერცულიანი, გიორგი ტყეშელაშვილი, მალხაზ ლორია, ნინი გოგოლაძე , ანანო ორმოცაძე, ლუკა სარალიძე, გიორგი ბენდელიანი, სანდრა გაბუნია, მარიამ გოგოლაძე , ლევან ქათამაძე, თორნიკე ქაშაკაშვილი. მშობლები- ნათია გოდერიძე და ზურა კაპანაძე.
აღნიშნული წარმტება სკოლის დირექტორ ლია კუხიანიძის აქტიური მხარდაჭერისა და პედაგოგების გულნარა ბზიკაძისა და ბესიკ ჯანელიძის დაუღალავი მუშაობის შედეგია“, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას