სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა
08-11-2019
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ზეიმზე მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო მაჩხაანი, სოფელ-მუზეუმის ელფერს ატარებს. მაჩხაანში ჯერ კიდევ იგრძნობა ძველი დიდების და ამ სოფლის მოსახლეთა სულიერი არისტოკრატიზმი. თითოეული სახლის აივნის ჩუქურთმა და თაღოვანი ჭიშკარი, სოფლის წარსულის დიდებულ სურათებს გვიშლის თვალწინ.

მგონია, ჩვენი სკოლის ეზოს დღემდე ამჩნევია ლეგენდარული სანდრო ახმეტელისა და მაჩხაანის დასის მსახიობთა ნატერფალი.

ყოფილი თეატრის - დღევანდელი სკოლის შენობა უნიკალური ნიმუშია გასული საუკუნეების არქიტექტურისა, საიდანაც დღეს ქვემო მაჩხაანელ მოსწავლეთა ყიჟინა და მხიარული ჟივილ-ხივილი ისმის. აქ ჯერ კიდევ გვატკბობს არქაული სითბო და სიმყუდროვე. ცისკენ მიიწევს საკვამურიდან ამოსული „ბუხრების ბოლი“...

შემოდგომაა მაჩხაანში, ფერუხვი და მაძღარი შემოდგომა. ქვემო მაჩხაანელი მოსწავლეები თავიანთ აღმზრდელებთან ერთად ხვავიან შემოდგომას ზეიმობენ, ერთმანეთს ცვლის პირველკლასელთა სხარტი ლექსები და მეცხრეკლასელთაგან დაგუგუნებული „მრავალჟამიერი“. სკოლის ეზოში შეკრებილა დიდი და პატარა.

ჩუხჩუხებს თათარა, შემოდგომის კეთილსურნელებით ატკბობს არემარეს. ზამთრისპირის სევდას ჯერ კიდევ სჯაბნის მზე შემოდგომისა“- ასე აღწერს ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია იასეშვილი გამართულ ღონისძიებას.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება