სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დარჩიძეების საჯარო სკოლამ ქართული ჭიდაობის პირად-გუნდურ პირველობაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
07-11-2019
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის დარჩიძეების საჯარო სკოლამ ქართული ჭიდაობის პირად-გუნდურ პირველობაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ დაასრულა აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს შორის პირად-გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში.

დასკვნით ასპარეზობას შუახევმა უმასპინძლა, სადაც დაბა შუახევის, ფურტიოს, ნიგაზეულის, დარჩიძეების და შუბნის საჯარო სკოლების 40-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

შეჯიბრება, რომლის უპირველეს მიზანს მოზარდ თაობაში ქართული ჭიდაობის უფრო მეტი პოპულარიზაცია და ქართული ჭიდაობის სექციებში მათი მასიური ჩაბმა წარმოადგენდა, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, შუახევის კომპლექსურ სასპორტო სკოლის ეზოში აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით, შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

პირველობა გახსნა და აჭარის მთიანეთში ქართული ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის მსგავსი ასპარეზობების მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ, რომელმაც შუახევის საგანმანათლებლოს რესურსცენტრს, მონაწილე სკოლების ადმინისტრაციებს, სპორტის პედაგოგებს და პირველობის მონაწილე თითეულ სპორტსმენს მადლობა გადაუხადა ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის. მანვე, პირად-გუნდური პირველობის მაღალორგანიზებულად ჩატარებაში გაწეული დახმარებისათვის, ფედერაციის საპატიო სიგელით დააჯილდოვა შუახევის საგამანათლებლო რესურსცენტრის უფროსი.

ინდივიდუალურ ასპარეზობებში საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

30 კგ.
ბაჩუკი აბაშიძე (ნიგაზეულის საჯარო სკოლა);
ანრი ხარაბაძე (დაბა შუახევის საჯარო სკოლა);
ნიაზ მახარაძე (ფურტიოს საჯარო სკოლა).

35 კგ.
გიორგი თავდგირიძე (შუბნის საჯარო სკოლა);
საბა ხიმშიაშვილი (ნიგაზეულის საჯარო სკოლა);
ბაჩი ბერიძე (დარჩიძეების საჯარო სკოლა).

40 კგ.
ლადო ფუტკარაძე (დარჩიძეების საჯარო სკოლა);
გიგა ბოლქვაძე (დარჩიძეების  საჯარო სკოლა);
ბექა ფუტკარაძე (შუბნის  საჯარო სკოლა).

45 კგ.
გიგა ბერიძე (დარჩიძეების საჯარო სკოლა);
ალეკო ცეცხლაძე (ნიგაზეულის  საჯარო სკოლა);
თედო ჯაფარიძე (დარჩიძეების  საჯარო სკოლა).

50 კგ.
გიგა ფუტკარაძე (შუბნის  საჯარო სკოლა);
ავთო ფუტკარაძე (შუბნის  საჯარო სკოლა);
ლუკა ხიმშიაშვილი (დაბა შუახევის  საჯარო სკოლა).

55 კგ.
მათე ცეცხლაძე (დარჩიძეების  საჯარო სკოლა);
რიჩარდ ფუტკარაძე (შუბნის  საჯარო სკოლა);
ლაშა დიასამიძე (დაბა შუახევის  საჯარო სკოლა).

60 კგ.
გიგა შაინიძე (შუბნის  საჯარო სკოლა);
ნიკა ხიმშიაშვილი (ნიგაზეულის  საჯარო სკოლა);
დათო ჯაფარიძე (დარჩიძეების  საჯარო სკოლა).

+60 კგ.
ბექა ცეცხლაძე (დარჩიძეების  საჯარო სკოლა);
გიგა შაინიძე (შუბნის  საჯარო სკოლა);
ანრი ზოიძე (დაბა შუახევის  საჯარო სკოლა);

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ მედლებით, სიგელებით და თასებით დააჯილდოვა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის პირად-გუნდური პირველობის გუნდური პირველადგილოსანი დარჩიძეების საჯარო სკოლა გახდა (სკოლის დირექტორი დავით სურმანიძე, სპორტის მასწავლებელი ლევან ბოლქვაძე), რომელსაც აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, საპატიო სიგელი და წიგნები გადაეცა.

„აქვე უნდა აღინიშნის ის სასიხარულო და იმედის მომცემი ფაქტი, რომ დროის სიმცირის მიუხედავად, რაც სოფ. შუბანში და დარჩიძეებში ქართული ჭიდაობის ჯგუფები გაიხსნა, ახალგაზრდა, მიზანსწრაფულმა და მოტივირებულმა მწვრთნელმა,არკადი ფუტკარაძემ შეძლო ის, რომ დაუღალავი შრომით, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ქართული ჭიდაობის სიყვარულით, მისი სპორტსმენები შესამჩნევ წარმატებებს აღწვენ ფედერაცის მიერ ორგანიზებულ პირველობებში თუ ტურნირებში, რაც, ამ შეჯიბრების შედეგებმაც ცხადყო.

ფედერაცია იტოვებს იმედს, რომ ეს გეზი, ეს შემართება და სტრატეგია, როგორც მწვრთნელის, ისე ქართული ჭიდაობის ჯგუფებში მოვარჯიშე ფალავნების მხრიდან, უფრო გაიზრდება და შედეგზე ორიენტირებული იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება