სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩოხატაური მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს მხარდაჭერას უცხადებს
04-11-2019
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი კუჭავას შეხვდა.

შეხვედრაზე izrune.ge-ს სიახლეების, გეგმების და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის შვილის აღზრდა-განათლების პროცესში მშობლის ჩართულობა აუცილებელია და პორტალის უპირველესი მიზანია სწორედ ეს არის. 

ირაკლი კუჭავამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელით izrune.ge-ს მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, მან აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს, ხელოვნების გალერეაში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. საჯარო გამოსვლის ერთ-ერთი ეპიზოდი მთლიანად ეთმობოდა „​ეტალონსა“ და 2018-2019 წლის „ჩოხატაურის ეტალონ მოსწავლეს“ გიორგი სიხარულიძეს, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ 2018–2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ფინალზე მეორე ადგილი დაიკავა.  

izunre.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება