სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ექსკურსიით სახლ-მუზეუმებში იმყოფებოდნენ
01-11-2019
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის VIIბ კლასის მოსწავლეები სასწავლო ექსკურსიით ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში, ასევე დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

ექსკურსია VIIბ კლასის დამრიგებლის ნატალია თურქაძის მიერ დაიგეგმა.

„ექსკურსიები და გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. სასწავლო წლის დასაწყისში კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ექსკურსია ხელს უწყობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაახლოებას, მოსწავლეებში აღვივებს ინტერესს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ზრდის სწავლის მოტივაციას.

როგორც ვიცით ექსკურსია არაფორმალური განათლების განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც შეიძლება გავხადოთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო წყარო. სწორედ ამიტომ, ქუთაისის N36 საჯარო სკოლის VIIბ კლასის დამრიგებლის ნატალია თურქაძის მიერ დაიგეგმა სასწავლო ექსკურსია ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში და დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში.

ექსკურსია მასწავლებლებისა და მოსწავლეების აქტიური თანამშრომლობით დაიგეგმა. წინასწარ გავაცნეს საინტერესო ფაქტებს ჩვენი გამოჩენილი და სასახელო ქართველების შესახებ, რაც ექსკურსიის მსვლელობის დროს სხვადასხვა  მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობების განხორციელებაში დაგვეხმარა. დავადგინეთ რა უფრო გვაინტერესებდა და შევთანხმდით რა თამაშებს განვახორციელებდით, რათა ჩვენი ექსკურსია მაქსიმალურად კომფორტული გამოსულიყო. ყველა აქტივობა წინასწარ, ექსკურსიამდე მომზადდა, რამაც ხელი შეუწყო დასახული მიზნის მიღწევას.

როგორც ვიცით, მოსწავლე სწავლობს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. სასკოლო ექსკურსიებზე მოსწავლეებს არამარტო ნასწავლის შესახებ ბუნებრივ გარემოში განცდის შესაძლებლობა აქვთ, არამედ აქ მათ მნიშვნელოვანი სოციალური და თვით მართვის ჩვევებიც უვითარდებათ. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება