სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში სამკითხველო გაიხსნა
01-11-2019
-
+


წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში, პროექტის „საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი საჭიროებების ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში, სამკითხველო ოფიციალურად გაიხსნა.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენის“ ორგანიზებითა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დღით წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი დაიწერა.

„მოგვეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავით „ნეოგენის“ ​მიერ ორგანიზებულ პროექტში გამარჯვებულები და ამ პროექტით უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა სკოლაში. კერძოდ, კეთილმოეწყო მულტიფუნქციური სააქტო დარბაზი და სამკითხველო.

ჩვენს მოსწავლეებს მიეცა შესაძლებლობა აემაღლებინათ წიგნიერების დონე. ამ პროექტით მათ დაინახეს თუ რა დიდი ძალა აქვს თემთან გაერთინებას. ასევე ჩატარდა წიგნის ფესტივალის აქცია სახელწოდებით „აჩუქე წიგნი“, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა და შესაბამისად სკოლის ბიბლიოთეკას შეემატა ახალი წიგნები.

ამ პროექტში ჩართულმა XI-XII კლასის მოსწავლეებმა დიტო ბელქანიამ, ცოტნე ანთიამ და ლუკა ნაჭყებიამ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ მაია ყალიჩავასთან, მშობელ ნესტან ლაგვილავასთან და ასევე სკოლის დირექციასთან ერთად მიაღწიეს იმ დიდ წარმატებას, რომელიც დასრულდა სკოლაში და თემში არსებული ერთ–ერთი პრობლემის მოგვარებით.კერძოდ სკოლაში გაიხსნა მულტიფუნქციური სააქტო დარბაზი და სამკითხველო“,- ნათქვამია სკოლის წარმომადგენლის განცხადებაში.

სამკითხველოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიასთან დაკავშირებით სკოლას საპატიო სტუმრები ეწვივნენ. კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენის“ ხელმძღვანელი ცირა კაკუბავა, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია,პრესსამსახური, არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ის ხელმძღვანელი და თემის წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება