| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში ProActive Group Georgia-ს ორგანიზებით, ევროკავშირის Erasmus+ პროექტი - „თეატრი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა“ (Theatre As a Cultural Heritage) ჩატარდა.
სკოლაში გაიმართა თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ 7 ქვეყნის 35 ახალგაზრდა ახალგაზრდა მსახიობი, რეჟისორი, კულტურისა და თეატრის სფეროში მომუშავე ახალგაზრდა ლატვიიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან.
ინტერკულტურულ წარმოდგენას ესწრებოდნენ ადგილობრივი ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
წარმოდგენის ფარგლებში, მონაწილეებმა აჩვენეს ეტიუდები და მცირე წარმოდგენები სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური ზღაპრებიდან, ცეკვებიდან, რომელიც 7 ქვეყნის 35-მა მონაწილემ შექმნა და დაამუშავა ერთი კვირის განმავლობაში.
ფინალური წარმოდგენა ბაკურიანის საჯარო სკოლაში 20 ოქტომბერს გაიმართა.
დამსწრე ახალგაზრდებს და მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აღმოეჩინათ ახალი საინტერესო ისტორიები მონაწილე ქვეყნების კულტურების შესახებ.
მნიშნელოვანია, რომ ღონისძიება ინტერკულტურულ გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა და უცხოელმა სტუმრებმა ერთად იცეკვეს მოლდოვის ნაციონალური ცეკვა.
„ჩვენი ყველა მონაწილე ცალსახად აღნიშნავდა და გამოარჩევდა ამ დღის ემოციებს და მოსწავლეების გულწრფელ ემოციებს, ჩართულობას, ყველამ ერთად კარგადაც ვიმხიარულეთ“,- აცხადებს „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ წარმომადგენელი გიორგი აგირბაია.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა