სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაგისტრატურაზე სწავლას მსჯავრდებულები შეძლებენ - კანონში ცვლილება იგეგმება
27-10-2019
-
+


„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება. ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულებს მაგისტრატურაზე სწავლა შეეძლებათ.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები - მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, თამარ ხულორდავა არიან. 

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს 28 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

დღეს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი ​მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის უფლებას არ მოიცავს.

შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ11“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს.

გარდა ამისა, კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც იმ მსჯავრდებულებს რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები და აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება, შესაძლებლობა აქვთ 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურაზე განათლების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება