| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლა, 2019-2020 სასწავლო წელს, პროექტში-„ახალი სკოლის მოდელი“ ჩაერთო.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ყველა პედაგოგს საჩუქრად ლეპტოპები და პროექტორები გადაეცათ და მათ ასევე, კომპიუტერის მოძრავი ლაბორატორია მიიღეს. სკოლა უწყვეტი ინტერნეტით იქნა უზრუნველყოფილი.
„მადლობა განათლების სამინისტროს, პარლამენტს განათლების კომიტეტს და ჩემი სკოლის დირექტორს, ქალბატონ მანანა ბახტურიძეს, რომელიც მუდამ ზრუნავს მოიძიოს და დანერგოს სკოლაში ახალი ინოვაციები, დაამკვიდროს სკოლაში და თემში ციფრული ტექნოლოგია. მილენიუმის პროექტით გარემონტებულ სკოლაში შექმნილია სრულყოფილი გარემო იმისთვის რომ მოსწავლეები სრულად რეალიზდნენ და კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსწავლეს. ჩვენთვის ნამდვილად დროულია ეს საჩუქარი, რადგან სკოლა რამდენიმე წელია ჩართულია ევროპულ სკოლათა გაერთიანება eTwinning პორტალზე, ვთანამშრომლობთ ევროპულ სკოლებთან, გვაქვს სკაიპ-ჩართვები, ვეცნობით და ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას.
ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენი გამორჩეული პროექტები და გვაქვს წარმატებებიც. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია სწორად, მიზანდასახულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი და აღვზარდოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდა“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე მოწოდებული ინფორმაციით, სკოლის უსაფრთხოებას მანდატურის სამსახური იცავს.
"ვარდისუბნის საჯარო სკოლაში 33 პედაგოგია. აქედან 2 სსსმ მასწავლებელი, ხოლო 25 უფროსი მასწავლებელია. ოთხი პედაგოგი წამყვანის სტატუს ელოდება, დანარჩენი პედაგოგები კი ნოემბრის კომპეტენციის დადასტურებას ელოდებიან, რომელთაც მინიმალური შეფასებაც აკმაყოფილებს. ჩვენ გვაქვს ადეკვატური ამბიციები ვიყოთ წარმატებული სკოლა. ამის პედაგოგიური რესურსი და პოტენციალი სკოლას ნამდვილად აქვს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს წარმატებებს და დასახული მიზნების წარმატებით მიღწევას!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა