| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის Iა კლასში დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნანა ნაცვლიშვილმა საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი - „პირველი ნაბიჯები ანბანეთში" ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. პატარები ეზიარნენ ორი ხმოვანისგან შედგენილ საოცარ სიტყვას - „ია".
„მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ მასწავლებლის მიერ დაგეგმილ მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობების განხორციელებაში. გაკვეთილი სახალისო და პოზიტიურ გარემოში წარიმართა. ახალი სკოლის ექსპერტმა ხათუნა ფირცხალაშვილმა ანბანეთში სამოგზაუროდ პატარებს პირველი ნაბიჯი დაულოცა. გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა სიხარულით შეავსეს სამახსოვრო ბარათები, სადაც თავიანთი პაწაწუნა თითებით პირველი ასო-ბგერები ულამაზესად გააფორმეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა