სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ''ეტალონის'' გამარჯვებული გავხდებოდი'' - ნოდარ ნებუნიშვილი, ''მთაწმინდის ეტალონი მოსწავლე''
17-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''მთაწმინდის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა.


მთაწმინდის რაიონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''მთაწმინდის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს თბილისის N51 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნოდარ ნებუნიშვილი დაეუფლა.

''მთაწმინდის ეტალონი მოსწავლე'' ნოდარ ნებუნიშვილი ემოციებს გვიზიარებს:

''ძალიან გამიხარდა, რადგან არ ველოდი ასეთ შედეგს - ამდენ მოსწავლეში ასეთ დიდ წარმატებას რომ მივაღწევდი, ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი მშობლებს, სკოლას, მასწავლებლებს, კლასელებს და ყველას, ვინც გვერდში მედგა და მგულშემატკივრობდა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ''ეტალონის'' გამარჯვებული გავხდებოდი. ჩემს თავს და ყველას დავუმტკიცე, რომ მე ეს შევძელი.'' 
 
თბილისის N51 სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძე აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' მოსწავლეებისთვის დიდი სტიმულია:

''ნოდარი ყველაზე კარგი ბიჭია დედამიწაზე, არაჩვეულებრივი ადამიანია. არამარტო ისაა გამარჯვებული, ათეულში კიდევ ოთხი ჩვენი ბავშვია, ყველანი ძალიან კარგები არიან. მინდა გითხრათ, თქვენი შემოთავაზება, რომ კონკურსი ჩაგვეტარებინა და შეგვერჩია მოსწავლეები, იყო სწორი, რადგან ჩვენთან არიან ძალიან ძლიერი ბავშვები და ისინიც, ვინც არ მიიღო კონკურსში მონაწილეობა, პოტენციური ''ეტალონელები'' არიან. მიხარია, რომ თქვენ ეს პროექტი დაიწყეთ. რაიონის მიხედვით გამარჯვებულები არიან და ეს ბავშვებისთვის დიდი სტიმულია. დღეს მივულოცეთ ნოდარს გამარჯვება, ისეთი ბედნიერი იყო, ბავშვებმა ტაში დაუკრეს, მშობლებიც ძალიან გახარებულები არიან. ეს არის წახალისება არამხოლოდ ამ კლასის და ამ ბავშვისთვის, არამედ ძალიან ბევრი მისი მეგობრისთვის.'' 
 
''მთაწმინდის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ნოდარ ნებუნიშვილი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება