სიახლეები
სიახლეები

სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა
16-10-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა.

ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აწერს, დებულება განსაზღვრავს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია სკოლამდელი სამმართველო, ზოგადი განათლებისა და ეროვნული სასწავლო და სასწავლო რესურსების სამმართველოები.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) წინადადებების მომზადება სკოლამდელი და ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით;

ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტისა და პროგრამის შემუშავება/განვითარება, პილოტირება, დანერგვის ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, პროცესების კოორდინირება და წარმართვა;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამების შემუშავება/განვითარება, პილოტირება, დანერგვის ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, პროცესების კოორდინირება და წარმართვა;

დ) ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა;

ე) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩატარება;

ვ) საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში ტერმინებისა და ცნებების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ზ) თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, გამომცემლობების, ავტორის/ავტორთა ჯგუფების, საგანმანათლებლო ასოციაციებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების კონსულტირება ხარისხიანი და თანაბრად ხელმისაწვდომი სკოლამდელი და ზოგადი განათლების კონცეპტუალურ და ორგანიზაციულ-ადმინისტრაციულ საკითხებზე, საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების თაობაზე;

თ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების წარდგენა სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოს სერიის გრიფირების გამოცხადების, მასთან დაკავშირებული პირობების, შეფასების შინაარსობრივი კრიტერიუმების, ვადებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ;

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირების შეფასების შინაარსობრივი  კრიტერიუმების განსაზღვრა;

კ)  სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სავალდებულო ზოგადი განათლების მიღების უფლების და სოციალიზაციის ხელშეწყობა;

ლ) არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (რეფერალის) ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები, სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობა;

მ) რესურს-სკოლების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და ამავე სკოლების მიერ განხორციელებული პანსიონური მომსახურების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირების - სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ო) სკოლამდელი და ზოგადი განათლების დამხმარე მეთოდოლოგიური და სასწავლო რესურსების შემუშავება/განვითარება, გავრცელებისა და დანერგვის ხელშეწყობა;

პ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარებაზე პასუხისმგებელ სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან  თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით;

ჟ) ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრირების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის, ბილინგვური განათლების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება;

რ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და ამ მიზნით სხვადასხვა პროგრამის/პროექტის ინიციირება და განხორციელება;

ს) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ტ)  ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ბრიტანელი მოსწავლეები ბლოგერებს უფრო ენდობიან, ვიდრე მასწავლებლებს - კვლევა

ეროვნულები 2026 - შეეხო თუ არა ცვლილება ქართულის გრამატიკის საკითხებს და რისი ცოდნა მოგეთხოვებათ

შეეხებათ თუ არა უმაღლესებში ადგილების შემცირება მოქმედ სტუდენტებს? - კითხვას მინისტრის მოადგილე პასუხობს

ბავშვის სასკოლო მზაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური ცოდნით, მის შესაფასებლად სამინისტროს ადამიანური რესურსი არ აქვს

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

კონკურსს ჰყავდა კომპეტენტური ჟიური, რომელმაც შეაფასა ნამუშევრები და დააჯილდოვა მონაწილეები

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება