სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორს ინგა მიქელაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
02-10-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორს, ინგა მიქელაძეს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

„მნიშვნელოვანი გარემოება, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე მოქმედებს, ეს არის კარგი ორგანიზატორობა, ლიდერობა, სწორი მენეჯმენტი.  სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე ასეთ უნარებს ფლობს. ის ახლახანს უფროსი მასწავლებელი გახდა“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

სავანეთის საჯარო სკოლა ინგა მიქელაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსს ულოცავს და წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.

„სკოლის წარმატება დამოკიდებულია პედაგოგთა მაღალ საგნობრივ​ კომპეტენციზე. პედაგოგი ყოველთვის უნდა ცდილობდეს განვითარდეს პროფესიული თვალსაზრისით, მონაწილეობას იღებდეს კონფერენციებში,​ ეცნობოდეს ლიტერატურას. ასევე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს:​ თანამშრომლობითი კულტურის ამაღლება, კოლეგიალობა, კათედრების შეხვედრები, სამოქმედო გეგმის შედგენა, ჩანაწერების გაკეთება. პედაგოგი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ინოვაციური მეთოდების დანერგვას სკოლაში, უნდა მიიღოს მოსწავლის განსხვავებული აზრი, მისცეს მოსწავლეებს არჩევანის თავისუფლება, გამოიყენოს სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები და რესურსები, ტექნოლოგიები. ასეთი ტიპის სკოლაში აღზრდილი მოსწავლე იქნება დამოუკიდებელი, ლიდერი და შეძლებს ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებას.

ვფიქრობ, ჩვენს სკოლას პედაგოგთა ძლიერი აკადემიური გუნდი ყავს, სკოლის წარმატება კი სწორედ მათზეა დამოკიდებული“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

სავანეთის საჯარო სკოლა მცირე კონტიგენტიანი აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა, სადაც ქართული სექტორიცაა. მოსწავლეები ეუფლებიან სახელმწიფო ენას, მონაწილეობენ სხვადასხვა საკლასო თუ სოციალურ პროექტებში და ღონისძიებებში.

წელს სკოლის სამმა მოსწავლემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტში ჩააბარა, რაც სკოლის განცხადებით, სკოლის წარმატებაზე მიუთითებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 

მოსწავლეებმა ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება