სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორის N3 საჯარო სკოლის 6-მა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
27-09-2019
-
+


გორის N3 საჯარო სკოლის 6-მა პედაგოგმა ახალი სასწავლო წელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსით დაიწყო. 

ეს პედაგოგები არიან: ლია დათაშვილი, ნატო სტეფანაშვილი, ნათია დათიაშვილი, ნინო ხუციშვილი, თამარ ახალბედაშვილი, ინგა ალავერდაშვილი.

როგორც გორის N3 საჯარო სკოლის დირექტორმა, ვახტანგ სუხიტაშვილმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მისი ჩათვლით სკოლაში უკვე 7 წამყვანი მასწავლებელი ასწავლის.

„ყველა პედაგოგი კარგად მუშაობს. ბუნებრივია, რომ შესაბამისი აქტივობების გარეშე ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ექვსივე პედაგოგმა შესაბამისი აქტივობა განახორციელა და მათი მუშაობა ხარისხობრივი მაჩვენებლითაც დაფასდა. ისინი აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მეშვიდე წამყვანი მასწავლებელი მე ვარ,  შარშან პირველმა მივიღე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ფაქტობრივად, მათ ესტაფეტა გადავულოცე და ძალიან წარმატებულადაც“, - აცხადებს ვახტანგ სუხიტაშვილი.

გორის N3 საჯარო სკოლა თითოეულ მასწავლებელს წარმატებებს უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება