TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი საყულიის საჯარო სკოლის ბაზაზე „ოქროსფერი ბანაკი“ განხორციელდა
23-09-2019
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი საყულიის საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წელი ამერიკელ მოხალისე მასწავლებელთან ერთად დაიწყო.

ორგანიზაცია - „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით სკოლის ბაზაზე სასწავლო-შემეცნებითი ბანაკი სახელწოდებით „ოქროსფერი ბანაკი“ განხორციელდა.

პირველ ეტაპზე (5-8 სექტემბერი) ბანაკში მონაწილეობდა II-VI კლასების 30 მოსწავლე, ხოლო მეორე ეტაპზე (9-12 სექტემბერი) VII-XII კლასების 27-მა მოსწავლე. 

პროექტში ჩართული იყვნენ თემში არსებული სხვა სკოლების მოსწავლეებიც.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საინტერესო და სახალისო აქტივობებისა და პედაგოგთა პროფესიონალიზმის შედეგად ბანაკი წარმატებით განხორციელდა.

„მადლობა ვუხდით „ოქროსფერი ბანაკის“ ყველა მონაწილეს, ასევე ინგლისური ენის მასწავლებლებს: ლალი ჩანქსელიანს, ხათუნა ფერცულიანს და ენდრიუ საინდესტრიკერს. მე-11 კლასის დამრიგებელს თამარ ჭოლაძეს ბულინგის თემაზე საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის.
სკოლის დირექცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ დირექტორს ქალბატონ ქეთევან ცხაკაიას და ორგანიზაციის თანამშრომლებს ჩვენი მოსწავლეების თბილი და საინტერესო მიღებისათვის. ორგანიზაციაში ვიზიტი განხორციელდა ბანაკის ბოლო დღეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება