სიახლეები
სიახლეები

„თუ რომელიმე დამატებით საგანში ჩავიჭერი, გრანტის აღების უფლება მაინც მექნება?“ - „ნაეკი“ აბიტურიენტების კითხვებს პასუხობს
20-09-2019
-
+


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი ფორმატით ჩატარდება. თემის აქტუალობიდან გამომდინარე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს ხშირად დასმული კითხვებსა და პასუხებს სთავაზობს.

- რა სიახლეებია დაგეგმილი 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

- განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამედიცინო მიმართულებისა და ასევე, სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა, ჩარიცხვის მიზნით გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორია. მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

- როგორც ცნობილია, ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე ისევ ოთხი საგანი ბარდება, რომელი საგნები იგულისხმება?

- უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე, თუმცა დეკემბრის ბოლომდე შესაძლოა ამ ჩამონათვალში ცვლილებებიც მოხდეს.

- ჯანდაცვის მიმართულებით ნებისმიერ შემთხვევაში ოთხი საგნის ჩაბარება მოუწევს აბიტურიენტს?

- ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ბიოლოგია; 4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

- რა ცვლილება შეეხო იმ პროგრამებს, რომლებზეც შემოქმედებითი ტური ბარდება?

- რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა, გრანტის მოსაპოვებლად კი დამატებით - მათემატიკა ან ისტორია.

- ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ისევ ზოგადი უნარების გამოცდა იქნება ჩასაბარებელი?

- დიახ, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

- როგორ მოხდება გრანტის გაცემა?

- გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა - ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსისას აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა მათემატიკის გამოცდაც ჩააბარა და ისტორიისაც სხვა ძირითად საგნებთან ერთად?

- ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ჩარიცხვებსა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობს იმ საგნის შედეგით (მათემატიკა/ისტორია) რომელშიც უკეთეს შედეგს მიიღებს/რომლის საფუძველზეც იგი გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.

- თუ აბიტურიენტი ჩააბარებს დამატებით გამოცდას (მაგ: გეოგრაფიას) და ჩაირიცხება იმ პროგრამაზე, რომელზეც გეოგრაფია არ ბარდება, გამოადგება თუ არა მას ამ საგანში მიღებული ქულა?

- თუ პროგრამა, რომელზეც აბიტურიენტი ჩაირიცხება, არ ითხოვს იმ დამატებით საგანს, რომელიც მან ჩააბარა, ამ საგნის შედეგს იგი ვერ გამოიყენებს ვერც ჩარიცხვისას და ვერც გრანტის მისაღებად.

- გამოცდების ჩაბარება სხვა ენაზე თუ იქნება შესაძლებელი?

- ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მხოლოდ ქართულ ენაზეა შესაძლებელი. მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარების უფლება აქვთ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,

- ჩასაბარებელი საგნებიდან რომელს მიენიჭება პრიორიტეტი გრანტის განაწილებისას?

მაღალი კოეფიციენტი (1.5) მიენიჭება ყველა სხვა საგანს, გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, უცხოური ენებისა, რომელთა კოეფიციენტი იქნება 1.

- საგამოცდო პროგრამები ან მინიმალური გამსვლელი ქულები თუ შეიცვლება?

პროგრამებში მცირე ცვლილებების შეტანაა დაგეგმილი და ამის შესახებ აბიტურიენტებს წლის ბოლოს ეცნობებათ. რაც შეეხება ზღვარს, მხოლოდ მათემატიკის გამოცდის შემთხვევაში შეიცვლება და გახდება მაქსიმალური ქულის 20%, ნაცვლად 25%-სა.

- თუ რომელიმე დამატებით საგანში (მაგალითად ფიზიკის გამოცდაში) ჩავიჭერი, გრანტის აღების უფლება მაინც მექნება?

- დიახ, ისტორიით ან მათემატიკით შეძლებთ გრანტის აღებას და ჩარიცხვების კონკურსშიც იმ სამი საგნით მიიღებთ მონაწილეობას, რომლებიც წარმატებით გექნებათ ჩაბარებული (ცხადია, მხოლოდ იმ პროგრამებზე განიხილება ჩარიცხვის საკითხი, რომლებზეც თქვენ მიერ ჩაბარებული 3 საგანია სავალდებულო).

- რატომ გახდა ეს საგნები პრიორიტეტული (ისტორია/მათემატიკა)?

- მნიშვნელოვანია, რომ იმ ბავშვებმა, რომლებიც ტექნიკური მიმართულებით გადაწყვეტენ ჩაბარებას, იცოდნენ მათემატიკა. აქამდე არსებული საგამოცდო მოდელი უშვებდა შესაძლებლობას, რომ, ვთქვათ, საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე ჩარიცხულიყვნენ აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდის ჩაბარების გარეშეც. ასევე მნიშვნელოვანია ისტორიის ცოდნა ჰუმანიტარული მიმართულებების პროგრამებზე სწავლის გაგრძელებისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისეთი ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ოკუპირებულია.

- რატომ არ ბარდება ყველა პროგრამაზე ისტორიაც და მათემატიკაც?

- ძალიან მცირეა იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც მხოლოდ ისტორია ან მათემატიკა ბარდება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა ხაზგასმით რელევანტურია რომელიმე მათგანი კონკრეტული სპეციალობისათვის.

- ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომელ პროგრამაზე რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა?

- ამ გადაწყვეტილებას იღებენ უმაღლესი სასწავლებლები. ისინი არ არიან შეზღუდულები არჩევნის გაკეთების დროს და საშუალება აქვთ საკუთარი შეხედულებისამებრ დაამატონ გამოცდა ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

იხილეთ ასევე: რომელ პროგრამებზე შეუძლიათ აბიტურიენტებს 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ან ისტორიის ჩაბარება?!

2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის დარგის მიხედვით ჩასაბარებელი საგნები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება

რომელი უნივერსიტეტები ითხოვენ ზოგადი უნარების ჩაბარებას მეოთხე საგნად - 2020 წლის ეროვნული გამოცდები 

2020 წლის ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალი ცნობილია


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
საერთაშორისო ღონისძიებები, პრაქტიკული და ვიზუალური სწავლების უპირატესობა - გაეცანით ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიურ სასკოლო ცხოვრებას
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
დაუნის სინდრომის მიმართ ცნობიერების ამაღლების დღეს ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ს. ქვაცბაია), უსაყვარლეს მასწავლებელთან ერთად, საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება