TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი უნივერსიტეტები ითხოვენ ზოგადი უნარების ჩაბარებას მეოთხე საგნად - 2020 წლის ეროვნული გამოცდები
13-09-2019
-
+


2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელი გულისხმობს, გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე. 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

დღეს ცნობილი გახდა ინფორმაცია იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალის შესახებ, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში. 

უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია დააწესოს დამატებითი გამოცდა  ერთ ან რამდენიმე საგანში შემდეგი ჩამონათვალიდან:  ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გათვალისწინებულ ორ ან მეტ საგანში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი უფლებამოსილია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე საგანი.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

მეოთხე საგნის ჩაბარებას ამ ეტაპისთვის მხოლოდ 4 უნივერსიტეტი ითხოვს:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • საერთაშორისო ურთიერთობები  - ზოგადი უნარები; გეოგრაფია
  • სამართალი - ზოგადი უნარები; ლიტერატურა
  • საერთაშორისო სამართალი - ზოგადი უნარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

  • სამართალი - ზოგადი უნარები; ლიტერატურა; სამოქალაქო განათლება

საქართველოს უნივერსიტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება -  ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა
  • ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი პროგრამა - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა
  • ეკონომიკა - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა
  • საჯარო მმართველობა - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა
  • სტრატეგიული კომუნიკაციები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა
ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

  • აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება - ლიტერატურა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

აქვე შეგახსენებთ, რომ სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა;
  2. უცხოური ენა;
  3. ბიოლოგია;
  4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ ცვლილება ჩამონათვალში.

ასევე იხილეთ: 2020 წლის ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალი ცნობილია

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება