სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2020 წლიდან აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლესებში შიდა გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხებიან
24-07-2019
-
+


2020 წლიდან აფხაზეთის ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების მიღება საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ენდომებათ, შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესში უნივერსიტეტის შიდა გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხონ.

აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მომავალი წლიდან აფხაზეთის ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა განხორციელდება განსაკუთრებული წესითა და პირობებით, რომელსაც განათლების მინისტრი დაადგენს. მანამ სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი არ არის და აბიტურიენტები ყოველწლიურად იმყოფებიან იმ რისკის ქვეშ, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა ძალებმა და პირებმა მოახდინონ მანიპულაცია საგამოცდო პერიოდში, იმისთვის რომ მათ უმაღლეს ავტორიზებულ სასწავლებლებში ჩარიცხვა და სწავლას პრობლემა არ შეექმნათ, ვფიქრობთ, უმაღლესებთან თანამშრომლობით უნივერსიტეტების შიდა გამოცდებით ჩაირიცხონ ეს აპლიკანტები. ეს შეამცირებს იმ რისკს, რომ კონკრეტული საგამოცდო სესიისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტოს და აბიტურიენტებმა ვეღარ შეძლონ გადმოსვლა.  ეს იქნება ალტერნატიული მოდელი ამ პირების უმაღლესში ჩასარიცხად და ამოქმედდება მომავალი წლიდან",-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ასევე იხილეთ: ენგურის ხიდზე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უმაღლესებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება