სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შესაძლოა თუ არა აბიტურიენტს უცხოურ ენაში მთლიანად გაუუქმდეს ნაშრომი თუ თემის დაწერაზე უარს იტყვის?
14-06-2019
-
+


რა ხდება მაშინ თუ აბიტურიენტი ინგლისური ენის ტესტში თემის დაწერაზე უარს იტყვის, რამდენ ქულიანია უცხოური ენის ტესტი და რამდენ სიტყვიანი უნდა იყოს თემა - აღნიშნულთან დაკავშირებით აბიტურიენტებს კითხვები აქვთ, მათ კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.

კითხვაზე - შესაძლოა თუ არა აბიტურიენტს მთლიანი ნაშრომი გაუნულდეს, თუ თემას არ დაწერს? - ცენტრში განმარტავენ, რომ  ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რასაც დაწერს აბიტურიენტი, ყველაფერი გასწორდება.

ამასთან, ინგლისური ენის ტესტში თემა 16-ქულიანია, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი უარის იტყვის თემის დაწერაზე, მას 16 ქულა ავტომატურად აკლდება.

ცენტრის ცნობითვე, თემის დაწერისას სიტყვების რეკომენდირებული რაოდენობაა 120-150. თუ 110-ზე ნაკლები სიტყვა იქნება ნაშრომში, აბიტურიენტებს ქულა დააკლდებათ. იმ შემთხვევაში თუ 150-ზე მეტ სიტყვას დაწერენ, ნაშრომი სტანდარტულად შესწორდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტებში გარკვეული ცვლილებები შევიდა: ტესტიდან ამოღებულია  ერთ-ერთი დავალება, (არჩევითპასუხებიანი), რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით; საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა კი  80 იქნება, საგამოცდო დრო კი 2 საათი და 30 წუთია. 

იხილეთ ასევე: რომელი დავალებაა ამოღებული ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტიდან და რამდენი იქნება გამსვლელი ქულა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება