სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი დავალებაა ამოღებული ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტიდან და რამდენი იქნება გამსვლელი ქულა
13-11-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების 4 საგანის: ქართული ენისა და ლიტერატურის, ლიტერატურის, გეოგრაფიისა და უცხოური ენების საგამოცდო ტესტში ცვლილებები განახორციელა. კონკრეტულად უცხოური ენის გამოცდას მოაკლდა ერთი დავალება. კერძოდ, ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. აღნიშნული ცვლილების გამო საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო, ამასთან შემცირდა საგამოცდო დრო და 2 საათი და 30 წუთი გახდა.

როგორც etaloni.ge-ს ცენტრის უცხოური ენის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განუცხადა, დავალების ამოღების გამო გამსვლელი ქულა შეიცვალა, თუმცა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 20%-ს პლიუს ერთი ქულა - უცვლელი დარჩა.

რუსუდან ტყემალაძის თქმით, დავალების ამოღების მიზეზი ის არის, რომ დავალება მხოლოდ გრამატიკული დროების მშრალ ცოდნას ამოწმებდა, რაც პრიორიტეტი არ არის.

„ამოღებულია მხოლოდ ერთი დავალება, რომელშიც 10 საკითხი შედიოდა ანუ 9 დავალების ნაცვლად, ახლა ჩვენ 8 დავალება გვაქვს. აღნიშნულის მიზეზი შემდეგია: მართალია ამ დავალებამ წლების განმავლობაში კარგად იმუშავა, მაგრამ ეს დავალება ორიენტირებულია და ამოწმებს მხოლოდ ცოდნას და არა ცოდნის გამოყენებას რეალურ/პრაქტიკულ სიტუაციებში.

დავალება მშრალ ცოდნაზე იყო ორიენტირებული, ამიტომაც ვარჩიეთ, მომზადების პერიოდში ამაზე ზედმეტად არ ყოფილიყო ყურადღება გამახვილებული და დავალება ამოგვეღო. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ცოდნა მოწმდება ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი უნარის შემოწმების საშუალებით, როგორიც წერაა.

ჩვენ გვაქვს 2 წერითი დავალება, სადაც ძალიან კარგად მოწმდება, ადამიანმა გრამატიკა იცის თუ არ იცის. რეალური მონაცემების გათვალისწინებით, ახალგაზრდებს არა უბრალოდ რაღაც გრამატიკული დროების ცოდნა სჭირდებათ, არამედ ის თუ როგორ გამოიყენონ რეალობაში ეს ცოდნა.

რა თქმა უნდა, გრამატიკა უცხო ენის ცოდნის ხერხემალია და აუცილებელი სასწავლია, ამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ახალგაზრდებს სჭირდებათ იცოდნენ როგორ გამოიყენონ ეს ცოდნა და აქცენტი სწორედ ამაზე გავაკეთეთ.

გამსვლელი ქულა თავისთავად შეიცვალა, მაგრამ არ მინდა შეგვეშალოს ერთი რაღაც, რომ ქულას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ტესტის რა პროცენტი არის მინიმალური ზღვარი. პროცენტულად ეს რჩება 20%. ანუ რეალურად არაფერი არ შეცვლილა. როგორც ადრე იყო 100 და 90-ქულიანში, ახლა 80-ქულიან ტესტშიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის მიღწევის 20%-ს პლიუს ერთი ქულა - ეს არ შეცვლილა“,- აღნიშნა უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

იხილეთ, ასევე: 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება - naec.ge-ს განცხადება

ქართულის საგამოცდო დრო მცირდება - 2019 წელს წერითი დავალების გარეშე აბიტურიენტები შესაბამის ქულებს ვერ დააგროვებენ

რომელი დავალებები შემცირდება 2019 წლის ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის ტესტში - დეტალური მიმოხილვა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

ორი სასწავლო გეგმა იმოქმედებს - რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ცვლილება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 10 სკოლის შესახებ იმსჯელებს - დეტალური ინფორმაცია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

პედაგოგი მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ

ბავშვებმა, პედაგოგ ნარინე აროიანის ხელმძღვანელობით, ვიდეორგოლი ჩაწერეს და ყველაზე ძვირფას ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა ორიგინალურად დაუდასტურეს

საღამოს დაწყებამდე სკოლის დირექტორმა, ბაქარ ერაგიამ, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსნები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება