სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კოსმიური შტორმის პერიოდი დაიწყო - კირჩხიბისა და კუროს გარდა კიდევ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაიჭირდებათ
06-06-2019
-
+


„ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს რომ ნეგატიური პერიოდია, მაგრამ უმეტესობა იგრძნობს კოსმიურ შტორმს“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი და მიმდინარე კვირის ვრცელ ასტროლოგიურ პროგნოზსს გვთავაზობს.

ვერძს წარმატების შანსი უდაოდ მაღალი აქვს, მაგრამ წყალქვეშა დინებები ძალიან შეაწუხებს. ოჯახის წევრებთან კონფლიქტური სიტუაციები მატულობს. ერიდეთ ახლა პროექტებში ჩართვას და უაზრო დანახარჯებს.

კუროს ენერგოტონუსი იკლებს, შეიძლება ადვილად გადაიღალოთ, დიდია მოტყუების მცდელობა და მაქინაციები. ნუ აჰყვებით ლამაზ სიტყვებს. კუროს ცოტა მიმნდობი ხასიათი აქვს როგორც თევზებს და სიფრთხილე გმართებთ.

ტყუპებო, დიახ, ახლა თქვენი პერიოდია, არის პერიოდი სასიკეთო ცვლილებების, მაგრამ შესაძლებელია წყალქვეშა დინებებმა რაღაცებში ხელი შეგიშალოს. არსებობს კონფლიქტების შანსი. ნუ შეიცვლით სამსახურს.

კირჩხიბი - აი, ვის აქვს ახლა ყველაზე რთული პერიოდი. შეიძლება ადვილად გაცივდეთ და გადაიღალოთ. დიდია კონფლიქტების შანსი, ცუდი აზრების მოზღვავება, დეპრესიული ელემენტები. ახლა გაქვთ უიღბლობის ტენდენცია ყველაზე დიდი მთელი წლის განმავლობაში.

ლომსაც მაღალი ენერგოტონუსი აქვს, მაგრამ კოსმიური ენერგია დაღს ასვამს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ზოგიერთს შეიძლება შემოქმედებითი კრიზისი დაეწყოს ან პრობლემები შეექმნას სამსახურში. გმართებთ ფრთხილი მოქმედება და შეცდომების დაშვების საფრთხე დიდია.

ქალწულის ენერგოტონუსი მცირდება, მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენს შინაგან მდგომარეობაზე. მიზნისკენ იარეთ პატარა ნაბიჯებით.

სასწორთა უმრავლესობას უნდა ახსოვდეს რომ ენერგოტონუსი იმატებს და შემოქმედებითი საქმიანობისთვის კარგი პერიოდია, თუმცა წყალქვეშა დინებები თქვენც შეგეხებათ, შეიძლება სამსახურის გამო შეგეცვალოთ გეგმები ან ჯანმრთელობის გამო. ასევე დიდია გაუთვალისწინებელი ხარჯების ალბათობა.

მორიელის სასიცოცხლო ტონუსი ეცემა, ადვილად იღლებით და ეს ნეგატიურად მოქმედებს როგორც კარიერაზე, ისე ადამიანებთან ურთიერთობისას. შეცდომების დაშვების ტენდენცია მაღალია ძალიან.

მშვილდოსნები მოერიდეთ სულსწრაფ მოქმედებებს, დიდია კონფლიქტების ალბათობა. მოერიდეთ ყველა სახის კამათს და ზედმეტად ფულის ხარჯვას, რომ ეს არ გახდეს დამატებითი სანერვიულო თქვენს ცხოვრებაში.

თხის რქებმა აკონტროლეთ სიჯიუტე. მოერიდეთ ყველა სახის კამათს და საქმეების გარჩევას. კარიერული კუთხით დიდი კონკურენცია გელით. შეუპოვრობის გამოვლენა აუცილებელი იქნმება. მაქსიმალურად მოერიდეთ ქორწინებას და ხელშეკრულებების დადებას.

მერწყულების ჯანმრთელობა სტაბილურია, მაგრა, ახლობლის ავადმყოფობამ შეიძლება საქმეში ხელი შეგიშალოთ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და ნუ ენდობით ახლა ნაცნობებს. პრობლემების ალბათობა მეტია.

თევზები უკვე გრძნობენ დისკომფორტს. ისწავლეთ საკუთარი ინტერესებისა და აზრების დაცვა. ნუ გადაიტვირთებით, კონფლიქტების ალბათობა მოიმატებს, რამაც შეიძლება სულიერად უკან დაგხიოთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება