სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ფიზიკის კანონები, მათემატიკის ფორმულები, ქიმია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ...“ - მინისტრის მოადგილის განმარტება
06-06-2019
-
+


განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ირინა აბულაძის თქმით, ფიზიკის კანონები, მათემატიკის ფორმულები და ქიმია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ საჭიროა თეორიული ცოდნის გააზრება და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირება.

აღნიშნულით მინისტრის მოადგილემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გაკეთებული საკუთარი განცხადება - „21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები, ან კიდევ ფიზიკის. უნდა აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული“ - განმარტა. 

მისი თქმით, ფორმულების ცოდნა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი მოსწავლის განვითარებისთვის.

„ფიზიკის კანონები, მათემატიკის ფორმულები, ქიმია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანია, უზრუნველყოთ, რომ თეორიული ცოდნა გაიაზრონ და დააკავშირონ გარემოსთან, რეალურ ცხოვრებასთან. განათლების რეფორმის ფარგლებში დიდი აქცენტი გაკეთდება სწორედ საგნობრივ კავშირებზე, დისციპლინათაშორის კავშირებზე იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს განვითარებული მოქალაქე მთლიანობაში. ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ღირებულებათა ნაწილზე და ასევე იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ აქტიურები სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად ის კომენტარი სწორედ ამას ეხებოდა, რომ ერთია ვასწავლოთ ფორმულები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, აუცილებელია მოსწავლის მთლიანი განვითარება, რაც უნდა უზრუნველყოს სკოლამ, მშობელმა და ოჯახმა“, - განაცხადა აბულაძემ.

მინისტრის მოადგილის ცნობითვე, დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. როგორც ირინა აბულაძე ამბობს, პრიორიტეტულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება, რადგან სწორედ ეს დარგებია ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, ანალოგიური ყურადღება დაეთმობა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და იმ დარგებს, სადაც შესაძლოა ეკონომიკური ამონაგები არ არის მაღალი, მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების ნაწილში.

„დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. არ ვთვლით, რომ რომელიმე საგანი ან დისციპლინა ნაკლებმნიშვნელოვანია. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ საგანი არის ინსტრუმენტი, რათა მოსწავლეს მაღალი სააზროვნო უნარები განუვითარდეს. მან შეძლოს თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში და დაუკავშიროს ის ცხოვრებას. ხშირად ვსაუბრობთ, რომ ერთია მივცეთ მოსწავლეს თეორიული ცოდნა და მეორე - მან ახსნას ბუნებაში მიმდინარე მოვლენები ამ თეორიაზე დაფუძნებით. ხშირად ვამბობთ, რომ მარტივ მოვლენებს ვერ ხსნიან მოსწავლეები, მაგალითად, რატომ დგას მაგიდა იატაკზე და რატომ არ იწევა ჰაერში, ან რატომ დაფრინავს თვითმფრინავი, რა ხდება ამ დროს“, - აღნიშნა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ახალი სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების დარიგება დაიწყო - რა ევალებათ რესურსცენტრებს

კვალიფიკაციის ამაღლება კერძო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებსაც შეეხება 

სკოლებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი ნიშნები უნდა განათავსოთ - რეკომენდაციები დირექტორებისთვის 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს უნარებსა და ხელოვნებაში

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სასკოლო გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კვლევითი, ანალიტიკური და ჟურნალისტური უნარები
სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება