TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უსანეთის ეკლესია მოინახულეს და სოფლის სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ
06-05-2019
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, თამარ სეფაშვილთან ერთად უსანეთის ეკლესია მოინახულეს და სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ. 

მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობა დაგეგმეს კონკურსის „ჩემი კუთხის ტრადიციული დღესასწაულების“ ფარგლებში. მათ სოფლის უხუცესისგან ჩაიწერეს თქმულება „ყვავიჭამიას საყდრის“ აგების შესახებ, მოიძიეს ინფორმაცია ტაძრის არქიტექტურის შესახებ და გადაიღეს ფოტო და ვიდეომასალა სახალხო დღესასწაულის შესახებ.

წიწკანაანთსერის მოსახლეობა ყოველწლიურად აღნიშნავს უსანეთობას კვირაცხოვლობის მეორე დღეს. ყვარლის შემოგარენში ეთერზეთებთან მდებარე ბორცვზე არის „ყვავიჭამიას საყდარი“, ანუ უსანეთი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ლეგენდის მიხედვით, მუშები ყანას მკიდნენ, იქვე ხის ძირში ცეცხლი ენთო და ქვაბით ლობიო იხარშებოდა. უცებ ბუჩქებიდან გველი გამოძვრა, მიცოცდა ცეცხლთან, ჩაიხედა ქვაბში, შიგ ჩავარდა და ჩაიხარშა. ამ ამბავს ხიდან ყვავი უყურებდა, მორთო სასოწარკვეთილი ჩხავილი, მუშებმა ხან ქვა ესროლეს, ხან ხის ტოტი, მაგრამ ყვავი თავიდან ვერ მოიცილეს. ის მაინც განუწყვეტლივ დასჩხაოდათ თავზე. სადილობის დროს მუშები გამოვიდნენ და სასადილოდ მოემზადნენ. ერთი ყმაწვილი ძალიან შეწუხდა ყვავის ჩხავილით და მისი მოკვლა განიზრახა, მაგრამ ყვავი გაფრინდა და შიგ ადუღებულ ლობიოში ჩავარდა. მუშებმა საჭმელი წამოაქციეს და ნახეს უზარმაზარი გველის ჩონჩხი ჩახარშულ ყვავთან ერთად. ხალხმა გადაწყვიტა გონიერი ყვავისათვის ამ ადგილას სამახსოვრო ძეგლი აეგოთ და აეშენებინათ ეკლესია, რომელსაც „ყვავიჭამია ეკლესია“ უწოდეს.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება