სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის რჩევები აბიტურიენტებს
02-07-2019
-
+


მიმდინარე წლის 3-4 ივლისს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.

ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებით აბიტურიენტების კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლევან ჩიქვინიძემ უპასუხა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

- ზოგადი უნარების ტესტის რა ტიპის დავალებებში უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე მეტ შეცდომას?

- აბიტურიენტები შედარებით მეტ შეცდომას უშვებენ ვერბალური ნაწილის წაკითხული ტექსტის გააზრებასა და მათემატიკური ნაწილის მონაცემთა საკმარისობის დავალებებში.

- არის თუ არა წელს რაიმე ტიპის ცვლილება ზოგადი უნარების გამოცდის ტესტებში ბარიერის, საგამოცდო  საკითხებისა ან ტესტის ნაწილებს შორის ქულების გადანაწილების თვალსაზრისით და როგორი სირთულის იქნება წელს ტესტი? 

- ზოგადი უნარების გამოცდაში წელს სიახლეები არ არის. ტესტი დაახლოებით ისეთივე სირთულის იქნება, როგორიც წინა წლებში იყო.

- როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ ზუსტად გვეყოს?

- ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას, იმ შემთხვევაში, თუ გაგიჭირდათ პასუხის გაცემა, გამოტოვეთ (ნუ დაუთმობთ ბევრ დროს) და გადადით შემდეგზე. ყველა დავალების ნახვის შემდეგ ისევ დაუბრუნდით მას. დავალებები გადის აპრობაციას და საგამოცდო ტესტში მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება. შესაბამისად, დროის სწორად განაწილების შემთხვევაში გამოცდისათვის გამოყოფილი დრო სავსებით საკმარისია.

- პასუხები ბოლოს გადავიტანოთ თუ თითოეული დავალების ამოხსნის შემდეგ?

- უმჯობესია, კონკრეტული დავალების ამოხსნის შემდეგ გადაიტანოთ პასუხი პასუხების ფურცელზე, რადგან, ხშირად, როცა აბიტურიენტებს ტესტირების ბოლოს გადააქვთ პასუხები, სიჩქარის გამო ერევათ თანმიმდევრობა.

- ანალოგიების შესრულებისას დასჭირდება თუ არა მოსწავლეს უცხო  სიტყვის წინარე ცოდნა სწორი პასუხის შემოსახაზად?

- ანალოგიის ტიპის დავალებებში უცხოური წარმომავლობის სიტყვები, ძირითადად, ტექსტთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, კონტექსტიც შეიძლება დაგეხმაროთ მათი მნიშვნელობის გაგებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება