| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიულ სასწავლებლებში 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაცია 5 926-მა აპლიკანტმა გაირა. რაც თითქმის 2-ჯერ მეტია, ვიდრე პროფესიულებში არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობა.
როგორც etaloni.ge-სთან პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ განაცხადა, პროფესიულ სასწავლებლებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა 3 111-ია.
აღსანიშნავია, რომ აპლიკანტების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა კულინარიის ხელოვნებაზე იყო. პროფესიულ სასწავლებელში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულების ხუთეული კი ასე გამოიყურება:
1. კულინარიის ხელოვნება – 1 197 აპლიკანტი;
2. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა – 927 აპლიკანტი;
3. ვებ ინტერფეისის დეველოპერი – 506 აპლიკანტი;
4. ელექტროობა – 461 აპლიკანტი;
5. ბუღალტრული აღრიცხვა – 422 აპლიკანტი;
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ სასწავლებლებში 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაცია 19 აპრილს დასრულდა, ხოლო მისაღები გამოცდები მასის დასაწყისში ჩატარდება.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას