| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო წრის წევრებმა (ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო ხეცურიანი) დედამიწის დღე საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს.
აქტივობების ლოზუნგი იყო - „დედამიწა ჩვენი სახლია!“.
ასევე მე-3- მე-8 კლასების მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში ( მასწავლებელი თეონა ფრუიძე) პროექტი - „Save Earth“ (გავუფრთხილდეთ დედამიწას) განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს, მაისურები მოხატეს და ნახეს ფილმი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის გარემოს დაცვის ორგანიზაციამ შექმნა.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე დარგეს ნარგავები, სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და სოფელის ყველაზე ლამაზი და კეთილმოწყობილი ეზო გამოავლინეს, რომელიც სკოლის ხელოვნების მასწავლებელ ლალი კოპალიანს ეკუთვნის.
„ამ აქტივობებით მოზარდებმა გაიაზრეს ამ დღის მნიშვნელობა. მადლობა ჩვენს აქტიურ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას