სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს
24-04-2019
-
+


თბილისის N103 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით,  წიგნის პოპულარიზაციისა და აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბების მიზნით, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგი მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და არასტანდარტულ გარემოში ელექტრონული წიგნები წააკითხა და წიგნიერების შესახებ კითხვარი შეავსებინა.

ასევე ემოციებით დატვირთული მოსწავლეები სიხარულით შეუერთდნენ გიორგი კეკელიძის ინივიატივას, 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედაც გამოცხადდეს და ერთმანეთს საჩუქრად წიგნები გადასცეს. პროექტის ფარგლებში მეოთხეკლასელები ესტუმრნენ ეროვნულ ბიბლიოთეკას, დაათვალიერეს წიგნის მუზეუმი და მოაწყეს ხელნაკეთი წიგნების პრეზენტაცია. კლასის ხელმძღვანელმა პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეები სიმბოლურად სიგელებით დააჯილდოვა.

შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა ფურცლებზე გადაიტანეს და მოაწყეს პრეზენტაცია-გამოფენა.

„იმედია, ეს დღე სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ პატარებს და იქნება საფუძველი მათი აქტიურ მკითხველებად ჩამოსაყალიბებლად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იუნესკოს გადაწყვეტილებით 1996 წლის 23 აპრილიდან წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე ოფიციალურად აღინიშნება. 2003 წელს კი საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება