| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რუსთავის N10 საჯარო სკოლის მოსწავლემ და პედაგოგებმა ქართული ენის რესპუბლიკურ ოლიმპიადის, საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ რიგით მე-14 კალიგრაფიის კონკურსში წარმატებას მიაღწიეს.
ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის, საქართველოს მასშტაბით რიგით მე-14 კალიგრაფიის კონკურსი 18 აპრილს გაიმართა.
კონკურსში რუსთავის N10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლალი ხაჩიძემ მე-2 ადგილი დაიკავა, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა კი კონკურსში მე-3 ადგილი მოიპოვა.
ამავე კონკურსში მოსწავლეთა შორის რუსთავის N10 სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლემ მარიამ არჩვაძემ გაიმარჯვა. სკოლის აღსაზრდელმა კონკურსში I ადგილი დაიკავა.
20 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
დედა ენის ოლიმპიადა-ფესტივალი წელს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მონაწილეებსაც მასპინძლობდა და მასში ერთმანეთს კონკურენციას 3967 მოსწავლე თუ მასწავლებელი უწევდა.
რუსთავის N10 სკოლა გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას