სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა პროექტის - „მტრობა ენისა არის მტრობა ქვეყნისა“ პრეზენტაცია ჩაატარეს
23-04-2019
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“  IIა კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი მ.ჭულუხაძე) დამსწრე საზოგადოებას პროექტის - „მტრობა ენისა არის მტრობა ქვეყნისა“ პრეზენტაცია წარუდგინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პრეზენტაციისას ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს.

„ჩვენი ენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაა“, - აღნიშნეს მათ, „ესაა ენა დიდი დავითისა და მეფეთ-მეფე თამარისა, დავით გურამიშვილისა და ხანძთელისა, ამაგდარი სულხან-საბასი, ილია მართლისა და სხივნათელი აკაკისი, ენა შოთას „ვეფხისტყაოსნით“ მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული.

მოწონება დაიმსახურა საპრეზენტაციო კუთხემ, რომელზედაც ასახული იყო მოსწავლეთა მოძიებული ინფორმაციები და გზა ქართული ანბანისა დასაბამიდან დღემდე.

ფიცივით გაისმა ღონისძიების ბოლოს მათი სიტყვები - „ო, ენავ, კურთხეულო და მადლიანო, ჯიშიანო და ძარღვიანო, ჩემო სისხლო და ხორცო, ენავ ჩვენი შთაგონებისა, ვიჩოქებ შენი სიდიადის წინაშე და არასოდეს მოგვბეზრდება შენი მოფერება“.

დასასრულს კლასის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს გოგებაშვილის დედა ენიდან საკუთარი ხელით ამოკრებილი და ერთ წიგნად აკინძული ლექსები და მოთხრობები სიურპრიზად გადასცა.

მასში შეტანილ მოთხრობებს მთელი კვირის განმავლობაში წაიკითხავენ და გაანალიზებენ პატარები.

ღონისძიება შესანიშნავი მუსიკალური ნომრებით იყო გაფორმებული (მუსიკის მასწავლებელი თ. მიქაბერიძე)“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება