| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლის VI-XII კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, საგანმანათლებლო პროექტის ,,ლეონარდო-opera omnia“-ს ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს ესტუმრნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზები: ,,საქართველოს ოქროს ფონდი“, კავკასიის ბიომრავალფეროვნება, ქართული ეროვნული კოსტუმები, საბრძოლო აღჭურვილობა, საქართველოს ქვის ხანა, ლეონარდო დავინჩის ციფრული ექსპოზიციები და საქართველოს ოკუპაცია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიზიტი სასწავლო-შემეცნებით ხასიათს ატარებდა.
„მსგავსი აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაეცნონ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციას; წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა და უნარები, გაზარდონ თვალსაწიერი და მიიღონ მეტი ინფორმაცია იმ ქვეყნის შესახებ, რომლის სრულფასოვანი მოქალაქეებიც არიან. ის ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას, წაახალისებს მათ და გაუმარტივებს ქართულენოვან საზოგადოებაში ინტეგრირებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას