სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ'' - პროექტების კონკურსი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის
10-03-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პროექტების კონკურსს „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“.

პროექტების კონკურსი ცხადდება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და ევროპული ღირებულებების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება.

აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს 2016 წელს ჩატარებული კონფერენციის დასკვნით ეტაპს და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგს.

პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდნენ ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების თემატიკას ან ინტეგრირებულნი იყვნენ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებთან.

სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 2014 წლიდან ახორციელებს პროექტს„მასწავლებელი - მეგზურიევროპისკენ“. 

პროექტი ორი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი კონფერენცია მასწავლებლებისათვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ და მეორე ეტაპი კონკურსი როგორც სემინარის მონაწილე, ისე პროექტის მეორე ეტაპზე ჩართვის მსურველი მასწავლებლებისათვის.

პროექტები მიიღება 2017 წლის 31 იანვრიდან - 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.

პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 

guidetoeurope@gmail.com  

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება