| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „გაზაფხული და დედა“ ჩატარდა. ღონისძიებაში V, VI, და VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანი იყო გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე მილოცვა. მათ ამ ღონისძიებით გაალამაზეს გაზაფხულის ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი დღე, რომელსაც დედის დღე ჰქვია.
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის, იზა საჯაიას თქმით, ღონისძიება ძალიან საინტერესო და სახალისო გამოდგა, რადგან ღონისძიების მონაწილე ბავშვებმა, ძალიან კარგად შეასრულეს თავიანთი როლები, იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“–ში დაკისრებული როლები.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მოსწავლეებიისა და სკოლის დირექციის გუნდური მუშაობა ღონისძიების კარგად ჩატარებისთვის, კერძოდ დარბაზის გალამაზება, როლებისთვის საჭირო კოსტიუმების მოძიება და ა. შ.
ღონისძიებაზე ასევე წაიკითხეს ლექსები გაზაფხულზე, იმღერეს სიმღერები დედაზე და გაზაფხულზე. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შეასრულეს შემდეგი სიმღერები“ მურმან ლებანიძე - „გაზაფხული შემოსულა ლენ“; ვახტანგ კახიძე - „იავნანა“; ინოლა გურგულია - „საქანელა“, ნანა ბალახაშვილი -„დედაშვილობა“.
ბოლოს მუსიკის ფონზე გადაიღეს მშობლებთან და მასწავლებლებთან სამახსოვრო ფოტოები. დღემ სახალისოდ ჩაიარა აღსაზრდელებისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა