| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო პროცესს მეზობელი სოფლის, ჭრებალოს საჯარო სკოლის შენობაში აგრძელებენ.
მათ ყოველდღიურად დაახლოებით 10 კილომეტრის გავლა უწევთ სკოლამდე და ამის გამო, მეორე ცვლაში სწავლობენ.
მიუხედავად ამისა, სკოლა etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს.
სკოლის დირექტორმა, ფრიდონ ლეკიშვილმა სკოლის წარმატებული და წარჩინებული მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა:
„მრავალი ნიუანსის გათვალისწინებით, ძნელია რაიმე სერიოზულ ღონისძიებაზე საუბარი, მაგრამ მაინც გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი რამდენიმე მოსწავლის, მეშვიდეკლასელების: ელენე რეხვიაშვილისა და ლევან რატიანის მონაწილეობა „კინგსის“ ოლიმპიადაში. მათ წარმატებით გადალახეს 1-ლი ეტაპი ინგლისურ ენაში, აპირებენ მონაწილეობის მიღებას ქართულში, მათემატიკაში. შედეგებს აუცილებლად გაცნობებთ. ასევე, აღვნიშნავთ მესამეკლასელების: ნანა ცხვედიანისა და თამარ ჯინჭარაძის წარმატებებს ,,ევერესტის“ მათემატიკის ოქროს ტურში, სადაც ორივე მოსწავლემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ამ მოსწავლეებმა ასევე გადალახეს მათემატიკის 1-ლი ტური. ნანა ცხვედიანმა მონაწილეობა მიიღო ასევე ჩოგბურთის ღია პირველობაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა. ნანამ ვერცხლის მედალი აიღო. ვნახოთ, თუ გაგვიმართლა და ჩვენი ნავთსაყუდელი გვექნა - თუ გაგვირემონტეს ან აგვიშენეს სკოლა. მერე ალბათ მეტ წარმატებებს მივაღწევთ“ - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა