სიახლეები
ეტალონი

„ყოველ წელიწადს განსაკუთრებით ველოდებით ამ დღეს“- ბორჯომი „ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ემზადება
05-03-2019
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტში პირველ მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური უკვე 15 მარტს იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა,  რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი იზოლდა ლომიძე:

„უკვე წლებია, ჩვენი მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ამ პროექტთან და ბავშვები დიდი მონდომებით ემზადებიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ეტალონი“ ნამდვილად დიდი სიყვარულით და პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. ისინი მოუთმენლად ელოდებიან ჩემპიონატის მეორე ტურს. დარწმუნებული ვარ ღირსეული გაიმარჯვებს მეორე ტურში და ასევე ღირსეულად წარადგენს ის ჩვენს მუნიციპალიტეტს „ეტალონის“ ფინალზე“.

მერიის წარმომადგენელი მარინა ხუჯაძე:

„ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩართულობა ყოველ წელიწადს მაღალია. „ეტალონის“ მეორე ეტაპისთვის შერჩეულია მუნიციპალიტეტის 70 საუკეთესო მოსწავლე, რომელთაგანაც რჩეული წარადგენს მუნიციპალიტეტს ჩემპიონატის ფინალზე.  სკოლები ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში და აღსანიშანვია მოსწავლეთა მხრიდან ჩართულობაც. პირადად მეც ძალიან მომწონს ეს პროექტი და მინდა მადლობა ვუთხრა მას იმ საქმისთვის, რასაც ის ახორციელებს“.

ბორჯომის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გელდიაშვილი:

„ეტალონის“ მიმართ ყოველთვის დიდი მოლოდინი გვაქვს. ეს ნამდვილად ძალიან მაგარი პროექტია, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ჩვენს სკოლაში. შარშან ჩვენმა მოსწავლემ მოიპოვა „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და ვიმედოვნებთ წელს შევძლებთ ეს გამარჯვება ტრადიციად ვაქციოთ. სკოლას, ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, ხუთი მოსწავლე წარადგენს. თითოეული არაჩვეულებრივი მოსწავლეა, წიგნიერი და განათლებული. იმედი მაქვს წარმატებით იასპარეზებენ ისინი“.

ბორჯომის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ გოგოლაძე:

„ჩემპიონატის პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა და ჩვენი მოსწავლეები უკვე მეორე ტურსაც ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს დაინტერესება და მიღებული ქულები ძალიან მაღალია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ პროექტს, რომელიც ზრდის მოსწავლეების მოტივაციას“.

წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი:

„ყოველ წელიწადს განსაკუთრებით ველოდებით ამ დღეს, იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო პროექტი. წელსაც ძალიან მაღალი იყო აქტიურობა პირველ ტურში და უკვე ველოდებით ჩემპიონატის მეორე ეტაპს, სადაც ჩვენი საუკეთესო მოსწავლეები შეეცდებიან სკოლას გამარჯვება მოუტანონ“.

წაღვერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ხრიკაძე:

„ეტალონის“ პირველი ტური ყველანაირი წესის დაცვით გაიმართა. შემდეგ ეტაპზე სკოლას 5 ძალიან კარგი მოსწავლე წარადგენს და იმედი მაქვს წარმატებულადაც იასპარეზებენ ისინი. დაინტერესება ძალიან მაღალია ბავშვებში. უყვართ და ყოველთვის ელოდებიან „ეტალონს“. ჩვენც, პედაგოგები, ყოველთვის ვართ მობილიზებული და ვცდილობთ ყველანაირად დავუდგეთ მათ გვერდში“.

ბაკურიანის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ბლიაძე:

„პირველმა ტურმა ძალიან დიდი ემოციების ფონზე ჩაიარა. ძალიან მაღალი ქულები დაფიქსირდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეტალონი საოცრად ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას. ბავშვებმა ჩემპიონატის დასრულებისთანავე დაიწყეს ტესტების განხილვა, ინტერნეტის საშუალებით სწორი პასუხების მოძიება და პედაგოგთან ერთად ამ ტესტების გარჩევა. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ „ეტალონის“ მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია და ბავშვები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ამ ჩემპიონატს. მათ გამოთქვეს სურვილი, სკოლაში წინასწარი მომზადების მიზნით ჩავატაროთ სასკოლო ჩემპიონატები და ალბათ უკვე დავიწყებთ სამზადისს მეორე წლისთვის. თუმცა მანამდე, ამ წლის მეორე ტური გველოდება, სადაც ჩვენი არაჩვეულებრივი, ძალიან ნაკითხი და განათლებული მოსწავლეები წარადგენენ ჩვენს სკოლას და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩემპიონატის მეორე ტურზე ჩვენი სკოლის მოსწავლეები საპრიზო ადგილებს დაიკავებენ“.

ბაკურიანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მერი კინკრიაშვილი:

„ჩვენი ბავშვები ყოველწიურად ძალიან დიდი მონდომებით ემზადებიან „ეტალონისთვის“. წელს განსაკუთრებით მაღალი ქულები დაფიქსირდა. ბავშვები უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საუკეთესო მოსწავლეები ძალიან კარგ შედეგებს აიღებენ“.

რველის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ლილუაშვილი:

„ეტალონის“ პირველ ტურში ჩვენი სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ძალიან მიხარია, რომ თითოეული მოსწავლის მხრიდან დაინტერესება ამ ჩემპიონატის მიმართ, ნამდვილად არსებობს. შედეგებით კმაყოფილი ვართ და ველოდებით  უკვე მორე ტურს, სადაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება. 

რველის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე ხარაზიშვილი:

„ჩემპიონატის პირველმა ტურმა ძალიან მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა. ბავშვები ძალიან ემზადებოდნენ და ბევრ მეცადინეობდნენ. ვფიქრობ, მათ ეს მონდომება ნამდვილად დაუფასდათ და ძალიან კარგი შედეგებიც აჩვენეს. „ეტალონი“ ნამდვილად არის ძალიან კარგი საშუალება მოსწავლეებმა მოიძიონ და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე“.

ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორი ზოია თიგიშვილი:

„პირველმა ტურმა წარჩინებით ჩაიარა და სხვათა შორის ძალიან მაღალი ქულები დაფიქსირდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ეტალონს, რომლის მიმართ დაინტერესება, ჩვენი სკოლის მოსწავლეებში, ძალიან მაღალია. წელს, „ეტალონის“ პირველ ტურში ჩვენი სკოლის მე-8 და მე-9 კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა“.

ანდეზიტის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნათელა გელაშვილი- დუგაროვი:

„პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა. ბავშვებს დიდი აქვთ ინტერესი და ემზადებიან „ეტალონის“ მეორე ეტაპისთვის. ვუსურვებ მათ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ მეორე ტურში წარმატებით იასპარეზებენ ისინი“.

ანდეზიტის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლალი ხუციშვილი:

„ჩვენს მოსწავლეებს დიდი აქვთ მოტივაცია. უყვართ და ელოდებიან „ეტალონის“ ჩემპიონატებს. ყოველთვის ძალიან ბევრი მოსწავლე გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
კვერცხის შეღებვის ტრადიცია და აკრძალვები, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება