სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო, ინტერვიუ

„მოყვარედ გავზრდი და მოყვარედ გამომადგება“ - როდესაც თქვენი მასწავლებელი მრავალშვილიანი მამაა
04-02-2019
-
+


Etaloni.ge მრავალშვილიან პედაგოგებზე თხრობას დიდი სიამაყით აგრძელებს...

ამჯერად, ჩვენი რესპონდენტები გამორჩეული მამა-მასწავლებლები არიან, რომლებიც შვილებისა თუ მოსწავლეების სააღმზრდელო პროცესში აქტიურად და წარმატებით არიან ჩართულნი.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნას საჯარო სკოლაში ისტორია-სამოქალაქო განათლებას 4 შვილის მამა შერმადინ თურმანიძე ასწავლის. ვაჟისა და სამი ქალიშვილის პატრონს მიაჩნია, რომ მრავალშვილიანი ოჯახი უფრო ლაღი და მხიარულია:

„ჩვენთან ოჯახში მეტი მხიარულებაა, მეტია ჯანსაღი კომუნიკაცია, ბავშვები ერთმანეთის სიყვარულს, ზრუნვასა და ზოგადად, ლაღ ურთიერთობებეს სწავლობენ და უფრო ჩამოყალიბებულნი გამოდიან საზოგადოებაში. მეუღლესთან ერთად მეც ვცდილობ, რაც შეიძლება ახლოს ვიყო მათთან და აქტიურად ჩავერთო სააღმზრდელო პროცესში, თუნდაც საშინაო დავალებების შესრულებასა თუ საჭირო რჩევების მიცემაში დავეხმარო. სკოლაში მათი მასწავლებელიც ვარ, კლასში თანაბარი გარემო-პირობების შექმნას ვცდილობ და მათგან უფრო მეტს ვითხოვ. როგორც საკუთარ შვილებზე ვზრუნავ, ისე ვუფრთხილდები ჩემს მოსწავლეებს. გამოყოფა დაუშვებელია.“

shermadini.jpeg

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ზურაბ კუპატაძე 4 ბიჭის მამა და მათი ყველაზე ახლო მეგობარია:

„მადლობელი ვარ ღმერთის, რომ დიდი ოჯახი მყავს. მგონია, მეტი სიყვარული და გატანაა მრავალშვილიან სახლში. ბიჭები სკოლის გარდა სხვადასხვა წრეზე დადიან და მრავალმხრივი ინტერესით გამოირჩევიან, თუმცა, მათ რაგბი განსაკუთრებით უყვართ. თავადაც მორაგბე ვარ და ხშირად ვვარჯიშობთ ერთად. ზოგადად, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, იციან, რომ თავისუფალნი არიან არჩევანში, მე იმიტომ ვარ რომ გვერდში დავუდგე და სწორი მიმართულება მივცე მათ განვითარებას. ასეთი პრინციპი მაქვს - მოყვარედ გავზრდი და მოყვრად გამომადგება მეც, ოჯახსაც და ქვეყანასაც...“

zura.jpg

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელიანის (გრემისხევის) საჯარო სკოლაში წლებია, სპორტსა დ უსაფრთხოებას კონსტანტინე ხუციშვილი ასწავლის. პედაგოგი 5 შვილის მამაა:

„ჩემი შვილები დიდები არიან, უკვე უნივერსიტეტი დაამთავრა თითოეულმა. ბავშვობაში მეუღლესთან ერთად აქტიურად ვიყავი მათ აღზრდაში ჩართული. მასწავლებელთან არცერთს უვლია, ჩვენ ვამეცადინებდით. ჩემს სკოლაში დადიოდნენ და მათთანაც მიწევდა გაკვეთილზე შესვლა, სკოლაში ისინი შვილები არა, ჩვეულებრივი მოსწავლეები იყვნენ. ჩემს გოგოსაც უკვე 3 ბავშვი ჰყავს, მრავალშვილიანობა ძალიან დიდი ძალაა და ეს ძალა თაობებს უნდა გადაეცეს.“

ვანის მუნიციპალიტეტის  სოფელ ამაღლების საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას 4 შვილის მამა გიორგი ივანიაძე ასწავლის. მისი თქმით, მრავალშვილიანი ოჯახი სითბოთი, მზრუნველობითა და დედმამიშვილური ურთიერთობებით გამოიჩევა:

„ 2 გოგო და 2 ბიჭი მყავს. უფროსი სტუდენტია, უმცროსი პირველ კლასში შევიდა. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის ვცდილობდი, აქტიურად მიმეღო შვილების აღზრდაში მონაწილეობა. შეძლებისდაგვარად, ვამეცადინებ ხოლმე ინგლისურ ენასა და ჭადრაკში და რა თქმა უნდა, ცხოვრებისეულ რჩევებსაც ვაძლევ. ეს სახლში, თორემ სკოლაში მათი მასწავლებელი არ ვყოფილვარ. ზოგადად, ვთვლი, რომ ბავშვებთან ურთიერთობისას მათთვის გარკვეული თავისუფლების მიცემა აუცილებელია, თუმცა, აუცილებლად ჩვენი რეკომენდაციებითა და რჩევებით. მიხარია, რომ ჩემ შვილებს კარგი დაძმობა აქვთ. მრავალშვილიანი ოჯახი უფრო თბილი და მზრუნველია.“

giorgi.jpg

მალხაზ ნაგერვაძე  4 შვილის მამა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. ამბობს, რომ დიდი ოჯახი დიდი სიყვარულია და მეტი შვილის ყოლაზეც არ იტყოდა უარს:

„3 გოგო და 1 ბიჭი მყავს, ბედნიერებაა მათ ზრდასა და განვითარებას რომ ვუყურებ, რომ ვხედავ როგორ თამაშობენ, ზრუნავენ და ფიქრობენ ერთმანეთზე. დიდი ოჯახი დიდი სიყვარულია, უფრო მეტი შვილი რომ მყავდეს, საოცარი სიხარული იქნებოდა ჩემთვის. ჩვენ ერთად ვთამაშობთ, ვმეცადინეობთ, როცა შემიძლია ყოველთვის ვიბარებ გაკვეთილებს და სულ მზადყოფნაში არიან, არ იციან როდის გამოვკითხავ. სკოლაში მათ არ ვასწავლი, არ მინდა ვინმემ იფიქროს რომ შვილებს მოსწავლეებზე მეტ ყურადღებას ვუთმობ, მათი აღზრდა სახლში ჩემი და ჩემი მეუღლის საქმეა, სკოლაში კი მასწავლებლებისთვის მიმინდია.“

malxazi.jpg

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება