სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N6 საჯარო სკოლა მეორე სემესტრს რეაბილიტირებული შენობით შეხვდა
22-01-2019
-
+


ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში მეორე სემესტრი დიდი სიახლეებით დაიწყო. 

სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

სკოლის საზეიმოდ გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელი მაგდა მაღრაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, საკრებულოს თავჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, ქალაქის მერი კახაბერ მახათაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ კუპატაძე,  პარლამენტარი გუგული მაღრაძე და სხვები დაესწრნენ. 

„სკოლის შენობა მთლიანად რეაბილიტირდა. რესტავრაცია ჩაუტარდა ლაბორატორიებს, სპორტდარბაზს, კომპიუტერულ ოთახს. საზეიმო ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად მშობლებიც ესწრებოდნენ. სტუმრებმა სკოლის ყველა ოთახი და წერტილი დაათვალიერეს და ბოლოს, სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას. რაც შეეხება, საზეიმო ღონისძიებას, მასში ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათ მაყურებელს საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრები წარმოუდგინეს“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ნანა სარალიძემ. 

ამ პროექტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. საერთო ჯამში, რეაბილიტაცია 91 სკოლას ჩაუტარდება. 


იხილეთ ფოტოები და ვიდეო 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება